რამდენიმე კვირაა სამეფო ოჯახი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. 6 მაისს მეგან მარკლს ვაჟი შეეძინა. თუმცა მანამდე გახდა ცნობილი, რომ მათ არ სურთ ბავშვის აღზრდაში ძიძის დახმარება.
შვილის დაბადების შემდეგ, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მსოფლიო საზოგადოება დიდ ყურადღებას უთმობს. ცნობილია, რომ ჯერ არ სურთ არჩის აღსაზრდელად ძიძის აყვანა.
პატარას აღზრდაში მარკლს დედა - დორია რეგლანდი ეხმარება. ის ამერიკიდან ჩამოფრინდა, ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე.
"ის ყოველთვის შვილის გვერდითაა და სპეციალური ადგილი გამოუყვეს ახალ კოტეჯში", - ამბობს ექსპერტი ქეთი ნიკოლი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ადრე ამბობდნენ, რომ მეგანს სურდა მამაკაცი დამხმარე. კანდიდატისთვის აუცილებელი პირობა ამერიკელობა იყო.