უკრაინის ახალი პრეზიდენტი საკმაოდ ქარიზმატული პიროვნებაა, გამორჩეული თავისუფალი ცხოვრების წესით და საკმაოდ უჩვეულო, ორიგინალური განცხადებებით თუ ქმედებებით. ამჯერად საზოგადოებაში გავრცელდა მისი ძალიან საინტერესო განცხადება, რომლითაც მან უკრაინელ ხალხს მიმართა უმაღლესი რადას ტრიბუნიდან:
- ძალიან მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი გამოსახულება, არ იყოს ჩემი პორტრეტები, გთხოვთ. იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის ხატი, კერპი, პრეზიდენტი - ეს არ არის პორტრეტი. დაკიდეთ კედლებზე თქვენი შვილების ფოტოები და ყველა გადაწყვეტილების წინ მათ უყურეთ თვალებში.
ცნობისათვის, თავად ზელენსკის ორი შვილი ჰყავს. 2014 წელს გაუჩნდა მის მეუღლეს ელენას ქალიშვილი ალექსანდრა, რომელსაც სამსახიობო გამოცდილება აქვს. 2013 წელს კი მათ ეყოლათ ბიჭი - კირილი, რომელიც ამ დრომდე არათუ ტელევიზიით არ გამოჩენილა, მისი ფოტოც არ არის ინტერნეტსივრცეში.