დღეს მე-12 კლასელთა უმრავლესობა ბოლო ზარს აღნიშნავს.
მათ შორის 51-ე სკოლის მოსწავლეებიც, ბავშვები, რომლებმაც ორიოდე წლის წინ საკუთარი კლასელები უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ტრაგედიამ, რომელიც 2017 წლის 1-ელ დეკემებერს დატრიალდა, შეძრა სრულიად საქართველო. მას შემდეგ დაიწყო ბრძოლა დამნაშავეების დასაჯელად, თუმცა მიღებულ განაჩენს დღემდე არ ეთანხმება გარდაცვლილი დათუნა სარალიძის ოჯახი.
პროტესტის მრავალნაირი გზა გამოიყენეს, რამდენიმე თვის წინ კი პარლამენტის წინ კარვებში გააგრძელეს ცხოვრება.
დღეს, როცა დათუნას კლასელები სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ, ზაზა სარალიძე გარდაცლილ შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის:
"დღეს, 2019 წლის 20 მაისს, შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს!!!
არშემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ, მამი, იმიერ საქართველოში!!!"
თეკლა ჟვანია