სოფო ბედიამ და მიშა მესხმა შვილი მონათლეს. პატარა ანდრია მესხს ბევრი ნათლია ჰყავს, მისი ნათლიები არიან მომღერლები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის უცნობი სახეებიც.
მიშა მესხისა და სოფო ბედიას ვაჟიშვილის ნათლობა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში შედგა.
ბავშვის ნათლიები არიან ზურა ხაჩიძე, ბექა ოდიშარია, დავით ფაცაცია, ირაკლი ქუთათელაძე, გურამ ყოჩიაშვილი, მაიკო ჩხეტიანი და თიკა შერაზადაშვილი.