"მშობლებმა გააპროტესტეს ქეთის სკოლაში სიარული და თავიანთ შვილებს აუკრძალეს მის გვერდით ჯდომა..."
"მშობლებმა გააპროტესტეს ქეთის სკოლაში სიარული და თავიანთ შვილებს აუკრძალეს მის გვერდით ჯდომა..."
„მე ვარ ხათუნა კაპანაძე ზესტაფონიდან. მყავს 12 წლის პრინცესა - ქეთი გაჩეჩილაძე. ქეთი ნაადრევად დაიბადა და ექიმებმა მითხრეს, რომ შესაძლოა ვერ გადარჩენილიყო. ამის მოსმენის შემდეგ ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო ის, რომ მას რაც შეიძლება დიდხანს ესუნთქა. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ და გადავრჩით. მოგვიანებით მას დაუსვეს ცერებრული დამბლის დიაგნოზი და დღესდღეობით ეტლის მომხმარებელია.

თუმცა ჩემთვის მთავარი სიხარული ის იყო, რომ ის გადარჩა. ამის შემდეგაც ყველაფერს ვაკეთებდით მის დასახმარებლად, გავიარეთ არაერთი სარეაბილიტაციო კურსი
თბილისში. ექვსი წლის ასაკში დაემატა ეპილეფსიის დიაგნოზი, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

ქეთი ახლა მეოთხე კლასის მოსწავლეა და აქტიურად დავდივართ დღის ცენტრში „ორიონი“. ორიონამდე ჩვენი ცხოვრება არაფერი იყო თუარა სახლში ჯდომა და მედიკამენტების მიღება. ახალი კი, მათი დახმარებით, გავხდით საზოგადოების ძალიან აქტიური წევრები.

მიუხედავად პროგრესისა, მაინც არაერთ პრობლემას ვაწყდებით ყოველდღიურად. იყო შემთხვევა, როდესაც ქეთის კლასის მშობლებმა გააპროტესტეს ქეთის სკოლაში სიარული და თავიანთ შვილებს აუკრძალეს მის გვერდით ჯდომა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის გამო სკოლაში სიარული არ შეგვიწყვიტავს, თუმცა ერთმა მშობელმა ბავშვი სხვა კლასში გადაიყვანა.

ასევე ახლახანს ქეთის მოპარეს ეტლი, რომელსაც სადარბაზოს შესასვლელში ვტოვებდით ხოლმე, რადგან მიჭირდა მისი ხელით ატანა. მალევე გვაჩუქეს ახალი ეტლი,
მაგრამ სამწუხაროდ, არ არის ქეთიზე მორგებული.

და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ხან ვიმარჯვებთ, ხანაც მარცხი გვაქვს, მაგრამ ჩემს თავს მაინც ძალიან იღბლიან დედად ვთვლი, რადგან ღმერთმა ქეთი გადამირჩინა, მისი თითოეული ამოსუნთქვა ყველაზე ტკბილი წამია ჩემთვის“.

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
შუქი მოვიდა
8283
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
თამუნა
0
აი თქვენ ხართ საამაყო დედა...
10:27 / 22-05-2019
keti
0
გმერტმა გაგიზარდოტ და დიდხანს გიცოცხლოტ ტკვენი კეტი ავადკოპი კეტი კი არ არის არამედ კველა ის მსჰობელი და ის მოსცავლე ვინც კეტის ზურგი სჰეაკცია და პროტესტი გამოაცხადეს მტავარია ცჰკუიტ იკვე ჯანმრტელი და არა ხელ პეხიტ სცორედ კეტი და ტკვენი ოჯახი ცჰკუიტ სულიტ და გულიტ ჯანმრტელები ხარტ და ის მსჰობლები ტავიანტ სჰვილებიანად სჰესაციოდები არიან რადგან ცჰკუიტ ავადმკოპები გვკვანან სკოლის დირეკტორს კი მივცემდი სჰენისჰვნას ეგეტი პრეტენზიის გამოტკმის გამო რაც მსჰობელმა იკადრა და სხვა კლასჰი გადაიკვანა მოსცავლე მე დირეკტორის ადგილზე საერტოდ სკოლიდან გაუსჰვებდი ეგეტ მოსცავლეს და მსჰობელს რადგან ტუკი სკოლასჰი ეგეტი მსჰობლები გვეკოლებიან ზიანის მომტანები არიან არა მარტო საკუტარი სჰვილებისტვის არამედ მტელი საზოგადოებისტვის უპიკრია რომელიმე მსჰობელს და ტავს ნურავინ დაიზგვევს როდის ან რა დროს რა მდგომარეობასჰი სჰეიდზლება გმერტმა დაუსჰვას მატ სჰილებზე რამე რაც მონაგონი სჰეიდზლებ იკოს კეტის სახიტ სამცუხაროა დზალიან და მდზაპრად სჰეიმცჰნევა ეს საკარტველოსჰი რომ ხეიბარ და საერტოდ ავადმკოპ ადამიანებბს ისე უკურებენ ტიტკოს მატან გვერდსჰი დგომაც ეტაკილებად რატომ ან რისტვის იკცევიან ეგრე ნუ კეტავტ და ნუ იკეტებიტ ნურავინ და ნურცერტი გამოდიტ კველანი გაეტ სჰეუერტდიტ საზოგადოებას არც დასაცინი ხარტ ვინმესი და არც სატაკილო გვტისგან მოვლენილი დასჰვებული ცხოვრებიტ და ვიტკოდი დალოცვილები ხარტ ვინც ტკვენ ზურგს სჰეგაკცევტ მერცმუნეტ ვტისგანაც სჰეკცეულები იკნებიან დალოცვილი კოპილიკავიტ კველანი ტკვენი არსებობა გმერტმა გამოგვიგზავნო ცვენი სულების გადასარცჰენად რომელსაც ზოგიერტები ვერ ამცჰნევენ ტკვენი არსებობა გვტის საცჰუკარია ამ კვეკანაზე ადამიანებისტვის
10:27 / 22-05-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
```