ამერიკაში, ფლოიდის ოლქში, ოთხდღიანი ძიების შემდეგ იპოვეს წლია-ნახევრის ბიჭუნა ენეტ ჰოვარდი, რომელიც მოულოდნელად დაიკარგა. მამამისმა ელდენმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი გაიტაცეს და პოლიცია გამოიძახა. პოლიციელები მაშველებთან ერთად ეძებდნენ კვალს ახლო-მახლო ტყერიტორიებზე, მათ შორის - ტყეებში. ძიებაში ჩართული იყო ვერტმფრენები, მეძებარი ძაღლები.
ბევრს უკვე დაკარგული ჰქონდა ბავშვის ცოცხლად პოვნის იმედი, თუმცა პატარას აშკარად გაუმართლა, რომ არ დაანებეს თავი მის ძებნას.
ჰოვარდი სახლიდან კილომეტრ-ნახევარში მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ იპოვეს. მაშველებმა ფერდობის ძირში ბავშვის ტირილი გაიგონეს და კალათისა და თოკების დახმარებით ამოიყვანეს პატარა. სავარაუდოდ, ბავშვი თავისით გაძვრა სახლის მეორე, სათადარიგო გასასვლელიდან, ტყისკენ წავიდა და დაიკარგა.
ბავშვი მაშინვე ტრავმატოლოგიურ ცენტრში წაიყვანეს გასასინჯად. როგორც აღნიშნეს, ჯანმრთელად გამოიყურებოდა და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.