როგორც იცით, სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "პეპელას" ბავშვების საყვარელი და სასურველი საჩუქრების ძალიან ბევრ სახეობაზე ფასდაკლების აქციები აქვს ხოლმე. აქ ცდილობენ, ყოველ ჯერზე განსაკუთრებულად კარგი შეთავაზება შეარჩიონ და საუკეთესო ბრენდები წარუდგინონ მომხმარებლებს აქციით.
ამჯერად არჩევანი შეჩერდა იტალიურ ბრენდ "კლემენტონზე" (Clementoni), რომელიც ცნობილია მსოფლიოში ხარისხიანი, სანდო და ბავშვებისთვის საყვარელი შემეცნებით-საგანმანათლებლო სათამაშოებით. განვითარდი თამაშით - ეს ამ იტალიური ბრენდის მთავარი სლოგანია, რომელსაც ნამდვილად ამართლებს.
ამ ბრენდის ფაზლები, სამეცნიერო და შემეცნებითი ლაბორატორიები, ჩვილის აქსესუარები, სილამაზის ნაკრებები მსოფლიო ბავშვებს შორის ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პოპულარობთ სარგებლობს. "კლემენტონს" ხარისხისა და სანდოობის გარდა ისიც გამოარჩევს სხვა სათამაშოებისგან, რომ აქ ბავშვი თვითონ არის ჩართული ყველა პროცესში, თავად ქმნის, მონაწილეობს და იღებს სერიოზულ შედეგებს, რაც ახარებს და თავდაჯერებას მატებს.
სწორედ ამ პროდუქციაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი - 50-40%-იანი ფასდაკლებებია უკვე, პარასკევის ჩათვლით! ასე რომ, არ გამოგრჩეთ და ამ უქმეებზე აუცილებლად ეწვიეთ "პეპელას" მაღაზიებს - თქვენ შესანიშნავ არჩევანს გააკეთებთ თქვენი პატარისთვის.