ინგლისის ქალაქ ნოტინგემში მეხანძრე-მაშველებმა საბავშვო ატრაქციონზე გაჭედილი კაცი გაათავისუფლეს. 37 წლის პოლ კლარკი ცდილობდა ქალიშვილისთვის ეჩვენებინა, როგორ უნდა ექანავა სავარძელ-ვერტმფრენზე. ცოლი ამ დროს ვიდეოს იღებდა და მაშინაც არ შეუწყვეტია გადაღება, როცა კაცი გაიჭედა და ვეღარ იხსნიდა თავს.
- ჩემი გოგონა არ ჯდებოდა ატრაქციონზე, სანამ მე არ ვაჩვენებდი, როგორ მუშაობდა, - ყვება კლარკი. მისი თქმით, სავარძელი ძალიან ვიწრო აღმოჩნდა და გაიჭედა. ნახევარი საათი ცდილობდა გამოძრომას, ამასობაში დაეხა შარვალი და გაუტყდა სმარტფონი. მერე კი მაშველებიც მოვიდნენ.