გუშინ მოდელსა და ტელეწამყვან სალომე ღვინიაშვილს დაბადების დღე ჰქონდა. ამ დღესთან დაკავშირებით ემოციური ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ინგლისურენოვანი ტექსტით, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო:
"ერთი წლით უფრო დიდი გავხდი, უფრო ბრძენი და უფრო ბედნიერი. მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის..."
სალომემ დაბადების დღე თავის მეუღლესთან - ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილთან ერთად გაატარა.