54 წლის კიანუ რივზი ჰოლივუდის სული და გულია. ის საერთოდ არ ჰგავს კოლეგებს, რომლებიც ფუფუნებაში ცხოვრობენ. უზარმაზარი შემოსავლის მიუხედავად, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და ეწევა ქველმოქმედებას.
ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გახდა დღის გმირი, რაზეც, რა თქმა უნდა, ამ სტატიაშია საუბარი.
თვითმფრინავი, რომლითაც მსახიობი სან-ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, იძულებული გახდა, ტექნიკური პრობლემის გამო, ავარიულად დაშვებულიყო. საბედნიეროდ, თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა საფრენ ბილიკზე. ყველა მგზავრი უსაფრთხოდ იყო. მსახიობიც სხვა ადამიანებთან ერთად დარჩა აეროპორტში და ელოდებოდა მოვლენების განვითარებას. სასურველ აეროპორტამდე მხოლოდ 2 საათის სავალი გზა იყო, ხოლო მგზავრებს დაპირდნენ, რომ სამი საათის შემდეგ გააგრძელებდნენ ფრენას. მაშინ კი, კიანუმ გადაწყვიტა მათი გამხიარულება.
თვითმხილველების თქმით, მსახიობი გაესაუბრა ავიაკომპანიის თანამშრომლებსა და მგზავრებს. მერე კი გამოაცხადა, რომ ერთ საათში მიკროავტობუსი მივიდოდა მათთან და ყველას წაიყვანდა დანიშნულების ადგილამდე - რასაკვირველია, მისი ხარჯებით.
ბერბანკისკენ მიმავალ გზაზე მსახიობი მგზავრებს უყვებოდა საინტერესო ისტორიებს იმ ქალაქის შესახებ, საითაც მიდიოდნენ. 1960-იანი წლების სიმღერებს ასმენინებდა, მერე გზაში გააჩერა მიკროავტობუსი, რომ კაფეში წაეხემსათ. ამ დროს, მგზავრები სიამოვნებით იღებდნენ ფოტოებს ვარსკვლავთან, ერთ გოგონას თავადაც კი შესთავაზა, რომ გადაეღო ფოტო მასთან ერთად.
მოდით გულწრფელად ვთქვათ: როდესაც მსგავსი სიტუაცია იქმნება, მოლოდინი გვაქვს, რომ ცნობილი ადამიანები მდიდრული ავტომობილებით გააგრძელებენ გზას დანიშნულების ადგილამდე.
მაგრამ, კიანუ დიდი ხანია ტიპური ვარსკვლავი არ არის. სადაც კი აღმოჩნდება, ყველგან ავლენს საკუთარ დადებით ხასიათს. ამ შემთხვევაშიც, მან გადაწყვიტა, რომ არ მიეტოვებინა სხვა მგზავრები, დახმარებოდა სტრესის დაძლევასა და ადგილამდე სწრაფად მისვლაში.
მგზავრები, რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერები იყვნენ მისი, ხოლო ინტერნეტმომხმარებლები აღფრთოვანებს ვერ მალავდნენ მსახიობის ასეთ უშუალო ქცევაზე. უამრავი დადებითი კომენტარი დაიწერა მის მიმართ.
"ვიცოდი, რომ ის კარგი ადამიანი იყო, მაგრამ არ მეგონა, თუ ამდენად დადებითი პიროვნება იყო", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. რთულია, არ დაეთანხმო!
ყველა ადამიანი არ იცვლება ფულის შოვნისა და აღიარების შემდეგ. კიანუ კი უყვართ და პატივს სცემენ მთელ მსოფიოში. ამას ადასტურებს ისიც, რომ მსახიობი ჰოლივუდის ყველაზე თავმდაბალი ვარსკვლავია.
"თავი მაღლა ასწიეთ და გამოიძრეთ ყურსასმენები!“ - კიანუ რივზის მორიგი მიმართვა კაცობრიობისადმი...