"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამეხმარეთ არჩევანის გაკეთებაში - სიცოცხლე თუ სიკვდილი".
გამოკითხვის მონაწილეთა 69%-მა უპასუხა, რომ ის უნდა მომკვდარიყო... და გოგონაც ასე მოიქცა.
სკოლის მოსწავლის სიკვდილმა შეძრა მალაიზიის მცხოვრებნი. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საიედ სადიკ საიედ აბდულ რახმანმა გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მიემართა:
- სერიოზულად შეშფოთებული ვარ ჩვენი ახალგაზრდობის ფსიქიკური ჯანმრთელობით,
ინსტაგრამის ადმინისტრაცია ასევე აპირებს, მიიღოს გარკვეული ზომები. თებერვალში სპეციალური ფილტრები დააყენეს, რომელიც ბლოკავს თვითდაზიანებების ფოტოებს. ამის მიზეზი გახდა ბრიტანელი სკოლის მოსწავლის თვითმკვლელობა, რომელმაც ინსტაგრამში სუიციდის ფოტოების ხილვის შემდეგ გადაწყვიტა თვითმკვლელობა.
მალაიზიაში საზოგადოებას მოუწეს, შესაბამის ორგანოებს მიმართონ მაშინვე, როგორც კი ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ქმედების მომსწრენი გახდებიან.