როგორც აღმოჩნდა, ე.წ. მილენიალების თაობა ყველაზე მეტ ფულს თავიანთი ცხოვრების 31-ე წელს ხარჯავს. ეს დასკვნა ბრიტანული კომპანიის ClearScore-ის ცნობილმა კრედიტოფიცრებმა გააკეთეს.
ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე სერიოზული ხარჯები 1981 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს 31 წლის შესრულების შემდეგ ელოდებათ.
პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია საქორწინო ხარჯებთან. ასევე, თაფლობის თვესთან. სტატისტიკის მიხედვით, ამ თაობის წარმომადგენლები სწორედ 31 წლის ასაკში ქორწინდებიან. ასევე ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული სახლის ხარჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალდაქორწინებულთათვის.
გარდა ამისა, ამ ასაკში ძალიან დიდი თანხა სჭირდებათ ბავშვის დაბადებისას. ბრიტანელი მკვლევარების აზრით, ამ დროს, საშუალოდ მშობლებს 2 წლის ხელფასი ეხარჯებათ. ამიტომ, კარგია თუ ამას წინასწარ დაგეგმავთ და გაითვალისწინებთ!