წლამდე ასაკის ბავშვებს, ძირითადად, ქალები კლავენ და მიზეზი მშობიარობისშემდგომი ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, ფსიქოზია - ამის შესახებ „ფეისბუქზე“ სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი წერს. თათული თოდუა კასპის რაიონში მოკლული 7 თვის ბავშვის საქმეს ეხმაურება.
„ინფანტიციდი - ასე მოიხსენიებენ 1 წლამდე ასაკის ბავშვის მკვლელობას. ამ დანაშაულს ძირითადად ქალები ჩადიან. უმთავრესი მიზეზი მშობიარობისშემდგომი ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, ფსიქოზია, რასაც მკურნალობა სჭირდება. ქალების 4%, რომელსაც აქვს მშობიარობისშემდგომი ფსიქოზი, ჩადის ინფანტიციდს. აღმოჩდა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მეუღლეებს შორის უთანხმოება, ცუდი სოციალური მხარდაჭერა, გაურკვევლობის გრძნობა მშობლობის ფენომენის მიმართ ქალს მიდრეკილს ხდის ამ სახის ფსიქიკური აშლილობის მიმართ. ახლა წარმოვიდგინოთ 16 წლის ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე ყავდა 7 თვის შვილი. როგორც საზოგადოებამ, პირველ რიგში რაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მონსტრის შესახებ გავიგეთ და სამაგალითოდ არის ჩასაქოლი? სისხლის სამართალსაც ევალება მხედველობაში მიიღოს ეს გარემოებები. მაგალითად, შეურაცხადობა საერთოდ გამორიცხავს დანაშაულს და მისი არსებობისას ქმედება არც განიხილება დანაშაულად.