ლიკა ქავჟარაძე მსოფლიოს 12 ბუნებრივად ლამაზ ქალს შორის დაასახელეს - სილამაზე ფოტოშოფის გარეშე
ლიკა ქავჟარაძე მსოფლიოს 12 ბუნებრივად ლამაზ ქალს შორის დაასახელეს - სილამაზე ფოტოშოფის გარეშე
დღეს ლამაზი ფოტოს გადაღება ძალიან მარტივია. შეგვიძლია დავამატოთ ეფექტები ან საერთოდ, ფოტოშოპში დავამუშაოთ და პროფესიონალური ფოტო მზადაა.
მე-20 საუკუნეში ქალებს საკუთარი ფოტოების პროფესიონალურად დამუშავება არ შეეძლოთ. ამ ქალებს, რომლებიც მსოფლიოს 12 ბუნებრივად ლამაზი ქალის რეიტინგში მოხვდამ არ შეუცვლიათ გარეგნობა, როგორც ამას დღეს აკეთებენ. კოსმეტოლოგია არც ისე განვითარებული იყო. პარფიუმერული საშუალებებითაც დიდად არ სარგებლობდნენ. ისინი ბუნებრივად ლამაზები იყვნენ და მათით მუდმივად აღფრთოვანებული იყო საზოგადოება.

ამ 12 მზეთუნახავს შორის რუსულმა გამოცემა офигенно-მ ლიკა ქავჟარაძეც დაასახელა.

მერილინ
მონრო -
ამერიკული კინოსა და, ზოგადად, მსოფლიოს ძალიან ცნობილი მსახიობი. ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სილამაზითა და იმ მუხტით, რაც ტელეეკრანებიდან მოდიოდა. ფილმში მისი გამოჩენა წარმატების გარანტი იყო ნებისმიერი რეჟისორისთვის.

mshoblebi

აიშვარია რაი - ინდოელმა ფოტომოდელმა და მსახიობმა "მის მსოფლიოს" კონკურსში 1994 წელს გაიმარჯვა. ახლა ის 45 წლისაა, მაგრამ მას დღემდე არ დაუკარგავს ულამაზესი ქალის ტიტული.

mshoblebi

ბრუკ შილდსი - ამერიკელი მსახიობი და მოდელი. კარიერა 9 წლიდან, 1974 წელს დაიწყო. აქედან მოყოლებული, სულ კინოინდუსტრიაშია.

mshoblebi

ნატალია ვარლეი - ცნობილი ,,კავკასიელი ტყვე ქალი" საბჭოთა მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში ანიჭებდა სიხარულსა და ბედნიერებას. 

mshoblebi

სინდი კროუფორდი - 90-იანი წლების სუპერმოდელი, რომლის პოპულარობაც შემდეგში მსახიობობითა და ტელეწამყვანობით გაგრძელდა. მან გააკეთა საკუთარი
ვიდეოპროგრამა, რომლის მეშვეობითაც უამრავ ქალს ასწავლიდა მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის გზებს.

mshoblebi

მეგან ფოქსი - გარეგნულად ის ისევ ისე გამოიყურება, როგორც სკოლის წლებში, რაც მიუთითებს იმას, რომ მისი სილამაზე ბუნებრივია.

mshoblebi

ლიკა ქავჟარაძე - ქართველი მსახიობი. მან პოპულარობა მოიპოვა თენგიზ აბულაძის ფილმიდან ,,ნატვრის ხე", მარიტას როლის შესრულების შემდეგ.

mshoblebi

მონიკა ბელუჩი - ის ახლა 54 ლისაა. 2 შვილი ჰყავს და შესრულებული როლებისა და სამოდელო საქმიანობის ძალიან გრძელი სია აქვს. მან ცხოვრებაში ყველაფერს მხოლოდ ნიჭითა და სილამაზით მიაღწია.

mshoblebi

ანჯელინა ჯოლი - ბუნებრივი სახის ნაკვთებით ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. გარდა ამისა, მისმა რთულმა ხასიათმაც განაპირობა მსახიობის წარმატება.

mshoblebi

ნეჯლა ნაზირი - ბერძენი მსახიობი, რომელმაც 1973 წლიდან 17-ზე მეტი როლი შეასრულა და გახდა ,,ოქროს ფორთოხლის" ჯილდოს მფლობელი.

mshoblebi

კადინ ეფენდი, აბდულ-ჰამიდ მეორის მეუღლე - დაიბადა მე-19 საუკუნის ბოლოს. ის არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ ძალიან ჭკვიანიც იყო, რის წყალობითაც გახდა თურქი პრინცესა.

mshoblebi

ჰამიდ ომაროვი - აზერბაიჯანელი მსახიობი. ის ახლა 62 წლისაა. მე-20 საუკუნეში მან საზოგადოება ბუნებრივი სილამაზითა და გასაოცარი როლებით აღაფრთოვანა.

mshoblebi

ქალები ყოველთვის ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ ლამაზები და ორიგინალურები. ამისთვის ყველას საკუთარი მეთოდი ჰქონდა. მოდის ტენდენციები თანამედროვე ქალბატონებს გარკვეულ სტანდარტებს უწესებს. მაგალითად, დაიბერონ ტუჩები, დაიგრძელონ წამწამები და ასე შემდეგ. ბუნებრიობა კი წარსულში დარჩა.

12598
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
ია
0
ესენი უმეტესობა პლასტიკური ოპერაციებით არიან ამ ქვეყნიური ლამაზები, ლიკა კი ბუნებრივი, არამიწიერი სილამაზისაა.!
14:41 / 25-05-2019
nana
0
არასწორადაა შერჩეული ზოგიერთი- მერლინ მონროს, მეგან ფოქს ნამდვილად აქვს გაკეთებული პლასტიკური ოპერაციები, ან მე-19 საუკუნის პრინცესა რა შუაშია ამ რეიტინგში? .... ლიკა დედოფალია ლამაზებს შორის!
14:01 / 25-05-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```