იმის შესახებ, რომ პლასტილინით ძერწვა ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა პატარებისთვის, არაერთხელ გვისაუბრია. ძერწვა ეხმარება ბავშვს ხელის მოტორიკის განვითარებაში, უვითარებს ასევე ფანტაზიას, შემოქმედებით ნიჭს, ანიჭებს სიხარულს, როდესაც მისი ნაშრომი გარკვეულ შედეგამდე მიდის და როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამშვიდებს კიდეც.
თუმცა ბაზარზე არც ისე ადვილია ბავშვისთვის კარგი პლასტელინის შერჩევა. ზოგიერთი მეტისმეტად ტოქსიურია, ზოგი - ძალიან უხარისხო, ზოგი ისეთია, მისგან არაფრის შექმნა არ შეიძლება და პატარას უფრო აღიზიანებს, ვიდრე ახარებს.
ამიტომ გვსურს სასიამოვნო სიახლე გაცნობოთ, რომ სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "პეპელაში" ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის პლასტელინი გამოჩნდა - Genio Kids ბელარუსიული კომპანია Dream Makers-ის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. Fluffy მისი ნაწარმია, რომელმაც ბავშვებში უკვე მოიპოვა დიდი პოპულარობა.
ეს არის მსუბუქი და ჰაეროვანი ფერადი პლასტელინი, რომელიც წყალში არ იძირება, ტივტივებს, ჰაერზე არ შრება
მოძრავია, ხტუნავს და შეგიძლიათ მარტივად მისცეთ ნებისმიერი ფორმა. ფასიც სავსებით ხელმისაწვდომია ყველასთვის - 9.90 ლ.
Genio kids - კომპლექტი შექმნილია ბავშვთა შემოქმედებებისთვის, რისი გამოყენებითაც ბავშვს
შეუძლია შექმნას საკუთარი პატარა შედევრი.
ქანდაკება, ხელსაყრელი დიზაინი, ყურადღების გამახვილება - ეს არის ის კრიტერიუმები რასაც Fluffy
აკმაყოფილებს.Genio kids-ის მიზანია ბავშვებში გააჩინოს შემოქმედებითი წარმოსახვა.
Fluffy არის საცურაო! შეგიძლიათ გააკეთოთ მთელი ფლოტი გემები და დაგეგმოთ ზღვის ბრძოლა. შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ინარჩუნებს ფორმას და არ იშლება.
ასე რომ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თქვენი პატარის გასახარებლად.