"ამ ქალმა თავი გადადო, რომ მე მეცოცხლა და მე ცოცხალი ვარ" - მაია ასათიანი დედასთან ერთად
მაია ასათიანმა გუშინ საკუთარ გადაცემაში ცნობილ ადამიანებს დედებთან ერთად უმასპინძლა, დასკვნით ნაწილში კი საკუთარი დედა ნინო კალანდარიშვილი მიიწვია და საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით გააცნო...

"თუ მე გადავრჩი და ცოცხალი ვარ, თუ შემიძლია სიარული და სუნთქვა, ვიღვიძებ და ვხედავ მზეს, შემიძლია სამსახურში მოვიდე და დაგელაპარაკოთ, ამ ქალის დამსახურებაა. ეს არის ადამიანი, რომლის გამო დავრჩი ცოცხალი. ამ ქალმა თავი გადადო, რომ მე მეცოცხლა და მე ცოცხალი ვარ "

მიუხედავად მეგობრული და თბილი ურთიერთობებისა,
თურმე მაია დედასთან ხშირად ჩხუბობდა და კამათობდა, მაგრამ ნუცას არყოფნამ ბევრი რამ შეცვალა.

ქალბატონი ნინო თავადაც პატარა ყოფილა, როცა მაია შეეძინა, შეიძლება ითქვას, რომ დედა-შვილი ერთად იზრდებოდა, როგორც თავად ამბობს, ის იყო ადამიანი, რომელზეც იქით უნდა ეზრუნათ, მაგრამ ნუცას ტრაგედიის შემდეგ გავქვავდი, ქვა და რკინა გავხდიო. თუ 2-3 წლის წინ მაიას სიჯიუტე აღიზიანებდა, დღეს ამბობს, რომ უყვარს, რადგან ამ სიჯიუტემ ითამაშა დიდი როლი მის ფეხზე დაყენებაში.

ემოციური იყო ის ნაწილი, როცა მაიამ დედას პირდაპირ ჰკითხა, გქონდა თუ არა შიში, რომ მეც აღარ ვიქნებოდი ამქვეყნადო...
-კი, მქონდა და ამიტომაც მინდა ყოველ წამს გხედავდე, სულ მინდა ვიდეოზარით გელაპარაკო, რადგან შენს ორ თვალში მე ისეთი რაღაცების
დანახვა შემიძლია, რაც შესაძლოა, სხვამ ვერ შეამჩნიოს.

მაია:
- დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, რატომ არ მოვიკალი თავი მაშინ?? პასუხი თავადვე ვიცი. პირველი, რის გამოც არ მოვიკალი თავი, დედაჩემი იყო, წარმომიდგა მისი სახე იყო და მივხვდი, რომ ამას დედა ვერ გადაიტანდა, 2 მიცვალებულს დედა ვერ წამოიყვანდა...

-კი, ასე იყო ნამდვილად, მე ამას ვერ გადავიტანდი. რეალუარდ მოძრავი მიცვალებული წამოგიყვანეთ, რომელიც სუნთქავდი, მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს აქ ხარ..

დასასრულ, მაიამ დედას საჯარო მადლობა გადაუხადა.
თეკლა ჟვანია
4927
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
xx
1
ნინო და ვერიკო იქნებ დაშოშმინდეთ? ქალი შოუბიზნესშია, ესაა მისი საქმე და ესაა რაც დარჩა. რატომ გგონიათ, რომ ყველა თქვენსავით ფიქრობს? არის ხალხი ვისაც აინტერესებს. ბოლოს და ბოლოს უნდოდა დედისთვის საჯაროდ მადლიერება გამოეხატა და აქვს ამის საშუალება, რატომაც არა? ზიზღი თუ ესე მარტივად გიჩნდებათ წოიდგინეთ რა გაუნათლებლები და პრიმიტიულები ხართ.
11:07 / 25-05-2019
nino
5
ეს სპექტაკლი ვისთვისაა საჭირო, იქნებ აგვიხსნათ. სახლში ვერ ეტყოდნენ ერთმანეთს, თუ დრო არ ჰქონდათ. იქნებ ჩვენს დასაჯერებლად, როგორი გამწარებულები არიან? ყველას შეგვეცოდა მაია, მაგრამ გამოჩნდა ახალი შვილკვდარი დედა უსექსუალესი ტანსაცმლით, ამოყრილი ძუძუთი, ნიფხვამდე შეხსნილი კაბით და ფეხი ფეხზე გადადებუი ხომ საშინელებაა. ვინ დაავალდებულა ასე გამოსვლა? ამან გამოიწვია ზიზღი. ვინ ამბობს უნდა მომკვდარიყო? მაგრამ ერტადერთი შვილის დამკარგავი კი არა, ასე ვულგარულად ადრეც არ გამოდიოდა. რის დამტკიცებას ცდილობს? აბა, თუ გაუშვებთ.
16:22 / 24-05-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```