ცნობილი დედებისა და შვილების "პროფილს" ორი ლელა წურწუმია ეწვია. თურმე ლელა ისე ჰგავს დედას, რომ ხანდახან თავადაც ეხამუშებათ ეს მსგავსება.
ლელა ძალიან ცელქი, მაგრამ კეთილი ბავშვი ყოფილა. 5 წლიდან შეუყვანია დედას ოქტომბრელებში და მას შემდეგ ყველაფერს აკეთებდა მისი წარმატებისთვის. "დღეს კი ლელაა დედა და მე დედის ფიტულიო" -ხუმრობით თქვა ქალბატონმა ნინო ლომთათიძემ.
- რთულია და საამაყო ცნობილი ქალის დედობა, სულ თან დამდევს ის ფაქტი, რომ ლელას დედა ვარ. სულ მენატრება და ბევრჯერ შემაშინეს, "მომიკლეს".. ერთხელ აქციები იყო ქალაქში და რჩეულიშვილი გამოვიდა, თქვა, ხალხო, რა დროს აქცია და დაპირისპირებაა, ლელა წურწუმიას ცუდი ამბავი დაემართაო, ამ დროს ლელა ბათუმში იყო. გავიხედე ეზოში და მიტინგი მეგონა იმდენი ხალხი იყო, ტელეფონი არ ჩერდებოდა, ისეთი ხალხი მკითხულობდა, მხოლოდ გამარჯობით რომ ვიცნობდი.. რა თქმა უნდა, ტყუილი აღმოჩნდა. როცა ცუდ ამბებს ვიგებ, ვიკარგები, ვიღებ ტელეფონს და ვერ ვიგებ, რას უნდა დავაჭირო, რა უნდა მოვიმოქმედო. სულ ვეუბნები, შვილო, ამ ხალხს თუ არ უყვარხარ, რაღას უმღერი და თუ უყვარხარ, რაღას გკლავენ-მეთქი.
ლელა:
- სწორედ ამიტომ ვცდილობ, არ გავაგებინო ამბები, რომელიც გაანერვიულებს. ვიცი, რომ სულ ვენატრები, მეც სულ მენატრება, მაგრამ ჩემი პროფესიის გამო სულ დროის დეფიციტი მაქვს. მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობს, ყოველთვის მომცეს შენიშვნა, გამაკრიტიკოს, სცენაზე დიდი ნაბიჯებით ნუ დადიხარ, თავს ნუ იქნევ, სულ თმაზე გაქვს ხელი და.ა.შ.
ხელჩაკიდებულს დაგვატარებდა სამივე შვილს ხან სასახლეში, ხან მუსიკაზე, ხან სად და ხან სად... სხვათა შორის, მამაჩემს არასოდეს მიუღია ამ ყველაფერში მონაწილეობა.
თურმე, ქალბატონ ნინოსთან წლობით უცხოვრიათ ლელას ფანებს, ამ და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს ვიდეოდან გაიგებთ.