"სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო, ცხოვ­რე­ბა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გუ­ლი­ა­ნი, ღი­მი­ლი­ა­ნი..." - ვინ იყო გოგონა, რომელსაც დღეს მატარებელი დაეჯახა
"სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო, ცხოვ­რე­ბა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გუ­ლი­ა­ნი, ღი­მი­ლი­ა­ნი..." - ვინ იყო გოგონა, რომელსაც დღეს მატარებელი დაეჯახა
თბი­ლის­ში, ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩას­თან დღეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - თბი­ლი­სი­დან შინ­დი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი 20 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნე­ე­ბი უკვე გა­მო­კი­თხეს.

„გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს მი­ზე­ზი სუ­ი­ცი­დი იყო თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით მე­მან­ქა­ნე­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც მის­ცეს და მუხ­რუ­ჭიც გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ დის­ტან­ცია არ ეყოთ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-­ში.
გარ­დაც­ვლი­ლი 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი
ნა­ნუ­კი ყელ­ბე­რაშ­ვი­ლია. გო­გო­ნა ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და და თბი­ლი­სის გო­გო­ნა­თა გუნდში მღე­რო­და. განაგრძეთ კითხვა
8998
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
დოდო
1
დღეს ორი საშინელი შემთხვევა მოხდა, ორი მცირეწლოვანი გადმოვარდა მაღალი სართულიდან. ერთი გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაშია. ჯერ ამის გამო ვარ გულგამსკდარი და ახლა ეს დამხვდა ! ვიდრე გავაცნობიერებდი, რომ ძველი ამბავია, ჩემი დამემართა! გრცხვენოდეთ!!! არ დამბლოკოთ!!
20:16 / 25-05-2019
მაია
0
აი, ამისთანა ამბების რეპოსტის აზრი გამაგებინეთ, რა! ეს ხომ შარშანდელი ამბავია? რა მიზანი აქვს ახლა ამ ტრაგედიის ხელახლა გამოქვეყნებას - თქვენი უბადრუკი რეიტინგის აწევა, არა? რა თქმა უნდა, ამ კომენტარტს არ გამოაქვეყნებთ, მაგრამ უნდა გრცხვენოდეთ.
19:18 / 25-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```