დიდ დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
პეტრე იბერის ქუჩაზე მცხოვრებმა თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს უამბეს, რომ შემთხვევის დროს ბავშვი სახლში სავარაუდოდ მარტო იმყოფებოდა. უბედური შემთხვევის ადგილას უკვე მივიდა გარდაცვლილი ბავშვის დედაც.
ადგილზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელის თქმით, მან ვარდნის ხმა გაიგო და გარეთ გავიდა, რა დროსაც ასფალტზე ბავშვი ნახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი ნიგერიის მოქალაქეა. მათივე თქმით, მცირეწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ის მე-8 სართულის ფანჯრიდან გადავარდა. მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვის დედა სავარაუდოდ, მაღაზიაში იყო ჩასული. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო