ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე ორი შვილის დედაა. მისი მეუღლე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანია იყო. ლიკა და ნიკა დაქორწინების შემდეგ ამერიკაში ცხოვრობდნენ, მათი ორივე შვილი შტატებში დაიბადა და იქ იზრდებოდა, თუმცა პერიოდულად საქართველოში ჩამოდიოდნენ ხოლმე.
მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ლიკა ბავშვებთან ერთად საქართველოში წამოვიდა საცხოვრებლად და აქ ცდილობს ცხოვრების აწყობას. უკვე ბევრისთვის ცნობილია, რომ ლიკას და მუსიკოს ნიკა კოჩაროვს სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ და თბილისურ შეკრებეზეც ერთად ჩნდებიან ხოლმე.
დღეს ლიკას უფროსი შვილის ანასოფიას დაბადების დღეა, ამ მნიშვნელოვან თარიღს ლიკა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ისეთი პატარა იყო, car seat-ში არ ჩანდა და ისე მალე გახდა 9 წლის, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი.
გილოცავ, დე, ძალიან ბედნიერი იყავი..."
მოგეხსენებათ, ლიკა დათო ევგენიძის ქალიშვილია. ლიკას გენეტიკური სილამაზე კი, რომელიც მის ქალიშვილსაც გამოჰყვა, პირველ რიგში ულამაზესი ქართველი ქალის, კირა ანდრონიკაშვილის დამსახურებაა, რომელიც ლიკას ბებიაა დედის მხრიდან.
დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - საოჯახო ალბომი (ფოტოები)
თეკლა ჟვანია