თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ოჯახთან ერთად დაათვალიერა. მას მეუღლე, ანუკი არეშიძე და ორი ვაჟი ახლდა. როგორც ყოველთვის, წყვილი ყურადღების ცენტრში იყო, მათმა ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კეთილი სურვილები დაიმსახურა.
"ულამაზესი და უსიმპატიურესი წყვილი. უფალმა დაგლოცოთ."
"გაიხარეთ გამრავლდით კიდევ გააჩინეთ და აღზარდეთ ანგელოზები"
"თვალს და გულს უხარია რომ გიყურებთ.რა ლამაზები ხართ."
"უმრავლოს ქვეყანას ესეთი ლამაზი ოჯახები";
"თვალს და გულს ახარებენ" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს 4 ვაჟი ჰყავს. როგორს ანუკიმ ერთ-ერთ ინტრევიუში აღნიშნა, მკაცრი დედაა, შვილებს მისი შიშიც აქვთ და რიდიც. წყვილს ძალიან უნდა გოგონაც ჰყავდეს. "მიუხედავად იმისა, 4 საკეისრო მაქვს გაკეთებული, რომ ვიცოდე, მეხუთე გოგო მეყოლება, გავაჩენ". - აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. მისივე თქმით საკმაოდ მკაცრი დედაა.
"მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ, არც აიფონები და არც ძვირადღირებული ტელეფონები, არც ინტერნეტით სარგებლობენ და არც სოციალური ქსელებით" - თქვა ანუკიმ ინტერვიუში.