30 წლის ჟურნალისტი, ნინი ჯაფარიძე, გუშინ, მშობიარობის შემდეგ მოულოდნელად, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მან საკეისრო კვეთა 21 მაისს "იმედის კლინიკაში" გაიკეთა და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
სამშობიარო სახლში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდეგი გართულებებით არ გარდაცვლილა.
„ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნინო ჯაფარიძის გარდაცვალება არ არის დაკავშირებული მშობიარობის შემდგომ გართულებასთან! მოგახსენებთ, რომ ამა წლის 21 მაისს, „იმედის კლინიკაში“ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაციის შედეგად დაიბადა მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ახალშობილი. ოპერაციისა და მის შემდგომ პერიოდში გართულებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაციიდან მეორე დღეს თავი იჩინა პაციენტის დიდი ხნის მძიმე სომატური დაავადებიდან გამომდინარე გართულებამ, რის გამოც იგი დროულად იქნა გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში. მოგვიანებით იქიდანაც მოხდა პაციენტის გადაყვანა სხვა სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც, სამწუხაროდ, ნინო ჯაფარიძე გარდაიცვალა. ნინოს გოგონა - ბარბარე ამ დრომდე „ იმედის კლინიკაში“ რჩება და ჩვენი ნეონატოლოგიური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა! ახალშობილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება"- ნათქვამია ,,იმედის კლინიკის" განცხადებაში.
ნინი ჯაფარიძე წლების განმავლობაში ,,ბიბლუსის" მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა.