ნატალია ყიფშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში საკმაოდ პატარა ასაკიდან მოექცა. თავდაპირველად ამის მიზეზი ცნობილი მშობლები და ბაბუა იყო. მოგეხსენებათ, გოგონა კრისტი ყიფშიძის და გიორი ყიფშიძის საერთო შვილია. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდა, ბავშვს აქტიური და თბილი ურთიერთობა აქვს მამის ოჯახთან, ცნობილ ბაბუასთან, მამიდასთან.
საკმაოდ პატარა იყო ნატალია, როცა დედას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დაჰყავდა. შემდეგ დ შემდეგ კი თვითონვე არ აკლდებოდა მნიშვნელოვან ივენთებს.
საოცარია დედა-შვილის მსგავსება. ყოველთვის თვალსაჩინო იყო რომ გოგონას დედის ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, მაგრამ რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტად ემსგავსება კრისტის.
წელს ნატალიამ სკოლა დაამთავრა. ბუნებრივია გაჩნდა ინტერესი, თუ როგორ კაბას შეარჩევდა საბანკეტოდ.
ეს საქმე დედა- შვილმა დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს მიანდეს და ბანკეტის დღეს, ნატალია ჟოლოსფერ გრძელ კაბაში ნამდვილად შეუდარებელი იყო.
თეკლა ჟვანია