26 მაისს, ლაგოდეხის ნააკრძალში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა, სოფი ბერძენიშვილი, ნინოსხევის ჩანჩქერზე წყალმა წაიღო. მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოფი ცნობილი ბლოგერის სალომე ბარკერის და გახლდათ. ვრცელდება სხვადასხვაგვარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადახტა გოგონა წყალში, თუმცა სიმართლე რა არის, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.
გარდაცვლილის და, სალომე, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატუსს, რომლის წაკითხვის შემდეგაც ბევრი კითხვა ჩნდება:
"აქა-იქ მოვკარი თვალი, დაუზარლად ირჩევა როგორ შეხტა თავნება სოფი ჩანჩქერში და დაიმართა თავს ეს ამბავი. ეს არ არის სიმართლე და აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენის ღონისძიებას, ეჭვიც არავის შეგეპაროთ. ჯერ მარტო ის რად ღირს, დღის ორ საათზე მომხდარი ამბავი ყველაზე ბოლოს, ღამის თერთმეტზე რომ გავიგე, თან შემთხვევით.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრნი ყოფილხართ. მადლობა.
არ მჯერა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ პანაშვიდები დღეს და ხვალ, დაკრძალვა ხუთშაბათს. მისამართი: ვარკეთილის პირველი მიკრორაიონი, კორპუსი 35, ბინა 35. მეცხრე სართულია..."
თეკლა ჟვანია