ხრიკები, რომლებიც ტანსაცმლის მოვლაში დაგეხმარებათ
ხრიკები, რომლებიც ტანსაცმლის მოვლაში დაგეხმარებათ
ტანსაცმელმა რომ დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა და ფერი, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იარლიყი თქვენი მეგობარია და აუცილებლად დაიცავით მითითებული წესები. თუმცა აღნიშნული წესების პარალელურად, არსებობს ხრიკებიც, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენმა ტანსაცმელმა პირველადი სახე დიდხანს შეინარჩუნოს. ჩვენი ხრიკები სარეცხის ადვილად გარეცხვასა და გაშრობაშიც დაგეხმარებათ.
mshoblebi
  • აირჩიეთ სარეცხი საშუალება, რომელსაც ბევრი ქაფი არ აქვს და აუცილებლად დაიცავით მოხმარების წესებიც. ბევრი ქაფი ჭუჭყს შეაკავებს ძნელად მოსაცილებელ ადგილებში, მაგალითად,
    როგორიცაა: პერანგის საყელო, ნაკერები და სხვა.
  • სარეცხი სითხე უკეთესად იხსნება წყალში ვიდრე ფხვნილი და არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი Frosch-ის სარეცხი სითხეა, რომელიც იდეალურად იხსნება წყალში და ტანსაცმელს - ლაქებისგან, მანქანას კი ნადების გაჩენისგან იცავს.
mshoblebi
  • ფერადი ტანსაცმელი გახუნებისგან რომ დაიცვან, ხშირად სარეცხ საშუალებას საღებავს ურევენ. ეს კი კარგი ნამდვილად არაა, რადგან საღებავი ხშირად იწვევს ალერგიას. ალერგია სხვადასხვა გზით, მათ შორის, კანის გაღიზიანებით, რინიტითა და ხველით გამოვლინდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ სარეცხი საშუალება, რომელიც არ შეიცავს საღებავს და ამავდროულად, ფერად ტანსაცმელს ხასხასა ფერს შეუნარჩუნებს.
  • ლაქების ეფექტურად მოსაშორებლად აუცილებელია, რომ ის წინასწარ დაამუშაოთ. გარეცხვის შემდეგ ლაქის სტრუქტურა იცვლება და ის უფრო ღრმად
    ჯდება ქსოვილში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტიპის ლაქას წინასწარ წაუსვათ Frosch-ის სარეცხი სითხე და ფერადი ტანსაცმლის შემთხვევაში 5 წუთის განმავლობაში გააჩეროთ, თეთრის კი - 10 წუთი.
mshoblebi
  • რეცხვისას დაბალი ტემპერატურა აირჩიეთ, ასე ტანსაცმელს ფორმისა და ფერის დაკარგვისგან დაიცავთ. მეორე მხრივ კი, დაზოგავთ ენერგიას. ამიტომ უმჯობესია, შეარჩიოთ სარეცხი საშუალება, რომელიც ცივ წყალშიც რეცხავს. Frosch-ის ნებისმიერი სარეცხი სითხე იდეალურად რეცხავს ცივ წყალშიც კი.
  • ნაქსოვ ტანსაცმელზე ბუსუსები რომ არ გაჩნდეს, ამოაბრუნეთ და ისე გარეცხეთ.
  • ჯინსის ტანსაცმელი გახუნებისგან რომ დაიცვათ, ნახევარი ჭიქა თეთრი ძმარი დაუმატეთ სარეცხის რეცხვის დროს.
  • თუ პირსახოცებმა ფერი დაკარგა, სარეცხის ფხვნილის ნაცვლად ერთხელ ძმარსა და სოდაში გარეცხეთ. შემდეგ კი მისი რეცხვა იმ სარეცხი საშუალებით გააგრძელეთ, რომელიც გახუნებისგან დაგიცავთ.
mshoblebi
  • სარეცხ მანქანში ფეხსაცმელი რომ არ გაგიფუჭდეთ, ის ბადით მიამაგრეთ კარებზე და ისე ჩართეთ მანქანა. ასე გარეცხვის შემთხვევაში თქვენი ფეხსაცმელი ფორმას არ დაკარგავს.
  • თუ ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში აშრობთ, შეაყოლეთ მშრალი ფუმფულა პირსახოცი, რომელიც ბევრ წყალს შეიწოვს და თქვენს სარეცხს გაშრობაში დაეხმარება.
  • სანამ ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში შეყრიდეთ, დარწმუნდით, რომ მათზე ელვა შესაკრავი და ღილები შეკრულია. ნუ გარეცხავთ ტანსაცმელს მათ გახსნილ მდგომარეობაში, ვინაიდან ელვა გააფუჭებს სხვა ტანსაცმელს, ღილი კი შესაძლოა რამეს გამოედოს და ამოიგლიჯოს.
mshoblebi
  • ძალიან ფუმფულა ტანსაცმლის, თეთრეულის, პლედების ან ბალიშების რეცხვის დროს, მანქანში ჩუგბურთის რამდენიმე სუფთა ბურთი შეაყოლეთ. ის ხელს შეუწყობს სარეცხიდან მტვრის მოცილებას.
7394
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნანიკო
1
რეკლამაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სასარგებლო. რამოდენიმე წელია მარტო ფროშს ვიყენებ სარეცხად . ბევრი ვცადე მაგრამ ამაზე უკეთესი საქართველოში არ არსებობს. კარგად რეცხავს და ეტყობა რომ მეტ ნაკლებად ზრუნავენ ხარისხზე. თუ მეტყვით ვინმე ამაზე უკეთესს, იმასაც ვსინჯავ. არიელი, ტაიდი, საქართველოსი თურქული შემოდის. სავექსი და ბიმაქსი ზალიან ახუნებს. და სხვა იდიოტობები არ მიცდია
11:11 / 12-07-2019
დიანა
4
რა მზრუნველი გულის ამაჩუყებელი რეკლამაა. ესეიგი რაც იმას ნიშნავს რომ ეს პროდუქტი არუნდა ვიყიდო თანაც არასდროს დავიმახსოვრებ რომ შემტხვევით არ ვიყიდო
15:35 / 11-07-2019
არიელი
0
კრგი რეკლამაა
15:36 / 07-07-2019
თიკო
6
დიდი ხანია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა „ფროშს" ვიყენებ.
14:06 / 07-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?