"კრაფტერების კლუბი" - საუკეთესო ადგილი თვითგამოხატვისთვის - მშობლები

"კრაფტერების კლუბი" - საუკეთესო ადგილი თვითგამოხატვისთვის

2019-05-30 06:39:21+04:00

ფსი­ქო­ლო­გე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ხელ­საქ­მე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ან­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვზე, რო­მე­ლიც თვით­გა­მო­ხატ­ვის­თვის სხვა­დას­ხვა გზას მი­მარ­თავს ხოლ­მე. მშობ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მისი შვი­ლის თვით­გა­მო­ხატ­ვის მცდე­ლო­ბა უსაფრ­თხო, სა­სი­ა­მოვ­ნო და შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის იყოს.

სწო­რედ ამ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა "კრაფ­ტე­რე­ბის კლუ­ბი", რო­მელ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც 10-დან 18 წლამ­დე ბავ­შვებს შე­უძ­ლი­ათ.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მე­გობ­რო­ბა, გან­ტვირ­თვა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა - ეს არის პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც "კრაფ­ტე­რე­ბის კლუ­ბის" წევ­რებ­მა თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ თქვეს და თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

"კრაფ­ტე­რე­ბის კლუბ­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის თი­თო­ე­ულ მათ­განს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს. ზოგი თა­ვი­დან­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ხელ­საქ­მით. მა­გა­ლი­თად 13 წლის ნია რე­ვა­ზიშ­ვი­ლი ხა­ტავს, ძერ­წავს და პა­ტა­რა ასაკ­ში სა­კუ­თა­რი ბრენ­დის შექ­მნაც კი შეძ­ლო:

"10 წლის ვი­ყა­ვი ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­ტა­ნე „ფლი მარ­კეტ­ზე“. კრაფ­ტე­რე­ბის კლუ­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მო­მე­წო­ნა, თან ვი­ცო­დი, რომ ჩემ­ნა­ირ ბავ­შვებს გა­ვიც­ნობ­დი".

"კრაფ­ტე­რე­ბის კლუბ­მა" ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. მათი თქმით, უფრო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლე­ბი, მე­გობ­რუ­ლე­ბი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ. ისე­თი უნა­რე­ბი შე­ი­ძი­ნეს, რომ სკო­ლა­ში ნიშ­ნე­ბიც კი გა­მო­ას­წო­რეს. მა­გა­ლი­თად, ბარ­ბა­რე პა­ი­ჭა­ძის თქმით, სკო­ლის ქუ­ლე­ბი მკვეთ­რად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და ახლა ათებ­ზე სწავ­ლობს. ბაია დარ­სა­ვე­ლი­ძემ კი სა­კონ­ტრო­ლო­ე­ბის ში­შის დაძ­ლე­ვა შეძ­ლო: "მა­თე­მა­ტი­კა კარ­გად ვიცი, მაგ­რამ სა­კონ­ტრო­ლო­ებ­ზე ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და სი­სუ­ლე­ლე­ებს ვწერ­დი. შემ­დეგ "კრაფ­ტე­რე­ბის კლუბ­ში" გავ­წევ­რი­ან­დი და ბოლო ერთი წე­ლია, ყვე­ლა სა­გან­ში ათე­ბი მყვე­ბა".

თუკი მშობ­ლე­ბის­თვის მო­ბი­ლუ­რი და კომ­პი­უ­ტე­რი აუ­ღე­ბე­ლი ციხე-სი­მაგ­რეა, "კრაფ­ტე­რე­ბის კლუბს" ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რაც შე­უძ­ლია. ბაია დარ­სა­ვე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ თუკი ადრე თა­ვი­სუ­ფალ დროს მო­ბი­ლურ­სა და კომ­პი­უ­ტერ­თან ატა­რებ­და, ხელ­საქ­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ საყ­ვა­რელ ტექ­ნი­კას თან­და­თან და­შორ­და და დრო­ის უფრო ნა­ყო­ფი­ე­რად გა­ტა­რე­ბა და­ი­წყო.

ასე­ვე, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ გარ­და­ტე­ხის ასაკს თან სდევს შფოთ­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და სტრე­სი. ამ დროს მო­ზარ­დის­თვის ისე­თი საქ­მე უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ, რაც და­ამ­შვი­დებს და კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნებს. ფაქ­ტია, რომ ხელ­საქ­მე გან­წყო­ბა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს.

თაკო ლონ­და­რი­ძე, 15 წლის: "ყვე­ლა­ფერ­ზე ვბრაზ­დე­ბო­დი, ნერ­ვე­ბი არ მყოფ­ნი­და. აქ რომ მო­ვე­დი, პირ­ვე­ლად ვცა­დე ქარ­გვა და ისე მო­მე­წო­ნა, რომ მთე­ლი დღე­ე­ბი ვქარ­გავ­დი. ერ­თი­ა­ნად დავ­მშვიდ­დი და უფრო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი გავ­ხდი". კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ზო­გის­თვის იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აც კი აირ­ჩი­ეს.

ბაია დარ­სა­ვე­ლი­ძე, 11 წლის:

"არ­ტის და კრაფ­ტის" ვი­დე­ოს გა­და­სა­ღე­ბად ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვით. იქ სა­მა­ჯუ­რი გა­ვა­კე­თე, რო­მე­ლიც კოს­მო­სის ფე­რებ­ში იყო და რა­კე­ტე­ბი ჩან­და. ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან მო­მინ­და, რომ კოს­მო­ნავ­ტი გავ­ხდე".

ნინო ჯინ­ჭა­რა­ძე, 15 წლის:

"სა­ნამ ხელ­საქ­მით დავ­კავ­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან მინ­დო­და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მსი­ა­მოვ­ნებს ხელ­საქ­მე, რომ მივ­ხვდი, აღარ მინ­და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის გან­ხრით ვა­პი­რებ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას".

ნი­ნოს­გან გან­სხვა­ვე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ გა­ი­ტა­ცა თაკო ლონ­და­რი­ძე: "არ­ტის და კრაფ­ტის" ფარ­გლებ­ში დი­ზა­ი­ნე­რებს ინ­ტერ­ვიუ უნდა ჩა­მო­ვარ­თვა. იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა კი­თხვე­ბის მო­ფიქ­რე­ბის პრო­ცე­სი, რომ გა­დავ­წყვი­ტე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ვა­ბა­რო".

"როცა კრაფ­ტე­რე­ბის გუნდს შე­ვუ­ერ­თი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა მათი შექ­მნი­ლი ნივ­თე­ბი. ისი­ნი არ ჰგავ­და ხე­ლით აწყო­ბილს, მაგ­რამ როცა თა­ვა­დაც ჩა­ვერ­თე ამ პრო­ცეს­ში და ჩემი ხე­ლით შევ­კე­რე ფე­რა­დი დათ­ვი მივ­ხვდი, რომ ამა­ში რთუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, როცა შენი ფან­ტა­ზი­ით და დი­ზა­ი­ნით ქმნი ახალ ნივთს" - აღ­ნიშ­ნავს მარი მა­ზა­ნაშ­ვი­ლი.

"კრაფ­ტე­რე­ბის კლუ­ბის" წევ­რე­ბი გო­ნი­ე­რე­ბი, მხი­ა­რუ­ლე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი არი­ან. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, საქ­მე, რა­საც აკე­თე­ბენ და ყვე­ლას ურ­ჩე­ვენ კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.