"დავწერ, რასაც განვიცდი, როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა" - ლაგოდეხში დაღუპული გოგონას დედის პოსტი
"დავწერ, რასაც განვიცდი, როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა" - ლაგოდეხში დაღუპული გოგონას დედის პოსტი
ლა­გო­დეხ­ში ექ­სკურ­სი­ის დროს ტრაგიკულად გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის გო­გო­ნას დედა  სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და  ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რის ნანა კოს­ტა­ვას პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, ასე­ვე  იგი თავის  შვი­ლის სკო­ლის ადმინისტრაციასაც მი­მარ­თავს:
"ვფიქრობ...ფიქრის მეტი არაფერი დამრჩა ქვეყანაზე. ვფიქრობ, დავწერო თუ არა რამე. ჯერ გადაწყვეტილი მქონდა, არასოდეს შემოვსულიყავი აქ. მერე ვიფიქრე, რომ ინფორმაციის ვაკუუმს ვერ გავუძლებდი და იმის გამო, რომ უამრავი ადამიანი მწერს და პირადად პასუხს ვერ ვუბრუნებ,მიჯობს აქ დავწერო რას განვიცდი ერთი დღის შემდეგ,რაც ჩემი პატარა მიწას მივაბარე...
არ განმიკითხოთ, რა ეწერებაო...არ იცით ეს რა
განცდაა და არც იფიქროთ, გამოსცადოთ...დაგიფაროთ ყველამ და ყველაფერმა...
ტკივილზე წერას არ ვაპირებ. ეს ჩემშია და ჩემია..
პირველ რიგში ყველას,ვინაც ჩემი ტრაგედია გულთან მიიტანა,მოვიდა თუ ვერ მოვიდა,ვინაც ოდნავი სინანული გამოთქვა,უდიდესი მადლიერება მათ..
ვინც გვერდით მედგა ტრაგედიის გაგების პირველივე წამიდან და არ მომშორებია გვერდიდან, მადლობა ავთანდილ ჯღარკავას, გულწრფელი მადლობა.
ვინაც ჩემი სახლის კარი შემოაღო და არა ერთხელ ამ დღეებში .მადლობა მათ, ეკუთვნოდათ თუ არ ეკუთვნოდათ მოსვლა.
მადლობა ჩემი სოფის სანაცნობოს თუ სამეგობროს,რომელთაც დამანახვეს, თუ რაოდენ დიდი და სიყვარულით სავსე გული ჰქონია ჩემს შვილს...
მადლობა ყველას და ყველას, მთელი საქართველოს ადამიანებს, ვინც წამიერად მაინც ამოთქვა ,"ვაი შვილო,"
ახლა კი დავწერ იმას, რასაც განვიცდი, როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა,
რომელსაც შვილი მიწასაც კი არ მქონდა მიბარებული,როცა ვინმე ნანა კოსტავას დაწერილი პოსტის შესახებ გავიგე:
ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე,რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს დასატირებლად! ყოველი ლოცვის შემდეგს,ჩემს შვილს რომ წავუკითხავ,ამ წყევლას გამოგიგზავნი შენ, არაქალო!
მანამდე კი,ლაგოდეხში პოლიციის განყოფილებში ძირს დაგდებულ გამწარებულ დედას,რომელიც უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა,იქინებ შვილი ცოცხალი ეპოვათ სადმე,როგორ მესმოდა სკოლა ალბიონის დირექტორი,როგორ მოძღვრავდა თავის თანამშრომლებს,რომ მათ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ,ექიმი ახლდათ.ავტობუსი საბუთით და გამართული და ა. შ. ანუ საკუთარი ..... გადარჩენაზე იყო ბაასი. მოგმართავთ ალბიონელო გარეწრებო!(ყველას არ ეხება რა თქმა უნდა)
შვილი მომიკალით უყურადღებობით. დილით ჩაგაბარეთ და დამიღუპეთ. აქ ყველაფერი ნათქვამია და გამოძიება მიხედავს.
და ბოლოს,უდიდესი მადლობა ნავთლუღის ყვავილების ბაზრობის თანამშრომლებს ასეთი თანადგომისა და გულისტკივილის გამოხატვისათვის,რასაც უბრალოდ არ ველოდი....არ მაქვს ლაპარაკი ჩემი სკოლის თანამშრომლებზე,მოსწავლეებზე,მათ მშობლებზე,სალომეს სამეგობრო-სანაცნობოზე,საბას სამეგობროზე და ა. შ. უამრავ ადამიანზე.
არ შემიძლია, არ გამოვხატო პატივისცემა აგარაკის სამეზობლოზე,რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმეს ვცნობდი...უამრავი ადამიანი მოვიდა,ვისთანაც სოფის ჰქონდა ურთიერთობა ან არ ჰქონდა მაგრამ შორიდან გვცნობდნენ.
ეს ის მომენტია,როცა ფიქრობ,არაფერი გშველის,მაგრამ მაინც მარტო არ ხარ...
დავკარგე შვილი მასწავლებლების უყურადღებობით და ამ საქმისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე ,რათა ყველამ აგოს პასუხი", - წერს შვილმკვდარი
დედა.
ინფორმაციისთვის, ნანა კოსტავას მიმართ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა მის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ გარდაცვილი გოგონას დის,  სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.

alt "უფორმოდ, ყველანაირი დაზღვევის გარეშე შეხტა... " - რას წერს ლაგოდეხში მომხდარი ტაგედიის თვითმხილველი ბიჭზე, რომელმაც 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვა

alt"თვითმხილველები ვართ და ჩვენგან უნდა გაიგოთ სიმართლე" - ექსკურსიაზე დაღუპული გოგონას კლასელები ღია წერილს ავრცელებენ

alt"წერენ, როგორ შეხტა თავნება სოფი ჩანჩქერში... ეს არ არის სიმართლე და ბოლომდე ჩავყვები" - რას წერს ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას და

9501
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ლილიკო
0
თქვენ თუ გწამთ ღმერთი რატომ არ გეცოდებათ შვილმკვდარი დედა ? იცით რას გეტყვით ჯერ თქვენს სულში ჩაიხედეთ და მერე იკითხეთ მორალი ათი მცნება გეუბნებათ ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო საერთოდ ბიბლია გადაგიშლიათ? რომ წაგეკითხათ ასეთი უგულოები არ იქნებოდით მარტო წირვაზე სიარული გგონიათ ქრისტიანობა ? ბოროტები ხართ და კიდევ ბედავთ და ქრისიანობაზე ლაპარაკობთ
10:29 / 03-06-2019
ლოცვა
1
ლოცვა და ღმერთი კარგ ამინდში უნდა გახსოვდეს. ეს ის ოჯახია კი კარ ამინდში ქრისტიანობას რომ ლანძღავდა, ეგ ოჯახია კი, განსაკუთრებით მანკია თუ მაკაკა.
23:17 / 02-06-2019
მსგავსი სიახლეები