თაკო ნაცვლიშვილმა თავისი სილამაზით მსოფლიო პოდიუმი დაიპყრო და როგორც ჩანს, ახლა ჰოლივუდის დაპყრობასაც აპირებს. ცნობილი გახდა, რომ თაკოს არც მეტი არც ნაკლები ჯულია რობერტსთან ერთად იღებენ სარეკლამო კლიპში. ამის შესახებ ინფორმციას თაკოს დედა, ნინო ცქიტიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ასაჯაროებს:
"როგორც დაგპირდით, სასიამოვნო სიახლით გიბრუნდებით:
Bonjour Julia!!!
ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მაშტაბით იტრიალებს.
მთავარ როლში თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი... კიდევ ბევრი წარმატებები".
თეკლა ჟვანია