არც თუ ისე დიდი ხნის წინ ცნობილი გახდა რომ დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს და ექიმ კოტე მათითაშვილს ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო და თანაცხოვრების დაახლოებით ერთი წლის თავზე ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა. ხელის მოწერის ცერემონია დღეს შედგა. უალამაზესმა დიზაინერმა, ეკამ, თეთრ კაბაზე უარი თქვა და მოვარდისფრო-მოიისფრო კაბა მეუღლის პერანგს შეუხამა. წყვილმა ხელი იუსტიციის სახლში უახლოესი მეგობრების გარემოცვაში მოაწერა. ზურა ჯაფარიძე ერთერთი პირველი იყო, ვინც მათი ბედნიერების შესახებ საზოგადოებას ფეისბუქიდან შეატყობინა, ამას მოჰყვა თავად სიძე პატარძლის პოსტები, რომლის ქვეშაც ახლობლები, თუ უბრალო ნაცნობები მისალოც კომენტარებს არ იშურებენ.
კოტესაც და ეკასაც შვილები ჰყავთ პირველი ქორწინებიდან, რომელთაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ოჯახის ახალ წევრებთან.
თეკლა ჟვანია