სერიალ "ჩცდ"-ში კიდევ ერთხელ წამოიჭრა მშობლების და შვილების ურთიერთობები, რომლებიც სამწუხაროდ, არ არის იდეალური და ხშირად მშობლების არასწორ პოზიციებს და მიდგომებს მოჰყვება სირთულეები ბავშვების ცხოვრებაში.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომელიც ამ თემას მოჰყვა სოციალურ ქსელში.
"საზიზღარი, საშინელი დედაა ეს პერსონაჟი.
დედა ასეთი არ უნდა იყოს.
დედას დაქალები არ უნდა ახსოვდეს მხოლოდ.
დედა არ უნდა წუწუნებდეს მხოლოდ მის პრობლემებზე.
დედას მიდგომა უნდა ჰქონდეს ბავშვთან.
მერე გიკვირთ, რატომაა ამდენი თვითმკვლელობები და ფსიქოპათები თურმე...
მშობლისგან მოდის ყველაფერი.
საერთო ენა შვილთან უნდა გამოინახოს, რა საშინელი პიროვნებაა.
ვერანაირი სიმსივნე ვერ უნდა ჩადგეს დედა-შვილის ურთიერთობაში".
"ბავშვს მხოლოდ გაჩენა და გაზრდა არ უნდა.
ბავშვს უნდა აღზრდა.
ბავშვთან ზედმეტი აგრესია არ უნდა გამოხატო თუ არ იმსახურებს.
არ მახსოვს მე ნინა ბავშვებთან მეგობრული ყოფილიყო.
რა ვიცი დედაჩემი ჩემი ისეთი მეგობარი იყო, ბარე ორ "დაქალურ" ურთიერთობას ჯობნიდა 100000 თავით.
არც ღირს შედარება."
"რა გულგრილობაა... რატომ არ აინტერესებს, რატომ ვერ ეტყოდა უარს?! იქნებ რა ხდება მის თავს? მოაგვარა რა პრობლემა, მუქარითა და ზედაპირული "დარიგებით".
"კიდევ ერთი პრობლემა წამოჭრა დევდარიანმა - საკმაოდ მწვავე მშობლების და შვილების არაჯანსაღი ურთიერთობა"
"ბავშვმა უთხრა "უარს ვერ ვეტყოდი".
რატომ ვერ ეტყოდა უარს?
ვინმე ზეგავლენას ახდენს მასზე? მოწონს? ჩაგრავს? თუ რატომ?
რანაირი დედაა?? მუქარა არ ჭრის პრობლემას, ის ამწვავებს პროტესტსა და აშორებს შვილებსა და მშობლებს."
"როცა ასეთ არამეგობრული დამოკიდებულება არაებობს დედასა და ამ ასაკის გოგოს შორის, ყოველთვის დაუშვებს შეცდომას ცხოვრებისეული გამოუცდელობიდან გამომდინარე ასერომ სიმკაცრე არაა გამოსავალი მთავარია სწორი დამოკიდებულება".
"აი, ზუსტად ნინას ნაირი დედები რომ არსებობენ ამქვეყნად, იმიტომ არის ამდენი თვითმკვლელობა და გზიდან აცდენილი ბავშვები. ”ისწავლე უარის თქმა” და კარი მიიკეტა".
"ამიტომაა, რომ მშობელი ბავშვთან უნდა იყოს მეგობრულ დამოკიდებულებაში. შვილმა არაფერი რომ არ დაუმალოს, მშობელმა კიდევ სწორი გზა უჩვენოს თავის ბავშვს".
"სულ ორი სიტყვით შემოიფარგლა ნინა, იმის მაგივრად, რომ შვილს მეგობრულად დალაპარაკებოდა!"
"ძიძა არის სუპერი. ტიპმა 10-დან 10 შემთვევაში სწორი აქცენტები გაუკეთა და ყველაფერი ისე მიახვედრა რო ვერც მიხვდა ის რაზე ან როგორ მოუარა".
"ძიძამ დასვა და ყველაფერი ისე მოაყოლა ბავშვს არც დაკითხვა დაუწყო და არც ისტერიკები გაუმართა მაგარი გაკვეთილია უამრავი დედისთვის მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს".