"უფორმოდ, ყველანაირი დაზღვევის გარეშე შეხტა... " - რას წერს ლაგოდეხში მომხდარი ტაგედიის თვითმხილველი ბიჭზე, რომელმაც 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვა
ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დედა გადაცემა "პოსტსკრიპტუმთან" ტრაგედიას იხსენებს და შვილის სიკვდილში პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს. გადაცემა P.S.-მა ექსპერიმენტი ჩაატარა და ის გზა გაიარა, რომელიც მოსწავლეებმა იმ საბედისწერო დღეს. გრაფიკოსებმა სპეცილისტის დახმარებით შეძლეს ვიზუალური გამოსახულებით ეჩვენებინათ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და რა გახდა გოგონას დაღუპვის მიზეზი.
მდინარეში ჩავარდნილი იყო ლოდი, რომლის ძირშიც მორევი წარმოიქმნა.
"გოგონას ამ მორევიდან თავის დაღწევის შანსი არ ჰქონდა. აუცილებლად დაიღუპებოდა ისიც, ვინ მის დახმარებას შეეცდებოდა" - აცხადებს გამოცდილი მოლაშქრე.
გადაცემაში ისაუბრა სოფის დედამაც.
"რატომ არ ჩახტა მასწავლებელი წყალში, თუნდაც თმით გამოეთრია, ოღონდ მისი სიცოცხლე გადარჩენილიყო. ბავშვმა იფიქრა, ამ წყალში რა უნდა მომივიდესო. მუხლამდე წყალში ზურგით ჩაწოლილი ვერც მიხვდა, ისე წაიღო დინებამ.