სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც დედა-შვილის შეხვედრის ძალიან ემოციურ კადრებს ასახავს. როგორც მინაწერებიდან ირკვევა, ისინი 24-წლიანი განშორების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს.
"ეს ბიჭი არის დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად, მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით, დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა, შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები.პარალელურად თვითონაც და ჩვენც მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია, წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში. ", - წერს სალომე ბუცხრიკიძე სენაკის კრონიკის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ვიდეოს კომენტარების ველში.
სოციალურ ქსელში ბიჭის დაკარგვის სხვა ვერსიებიც ვრცელდება, თუმცაა, როგორც ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, მთავარია, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს, წარსულს კი მნიშვნელობა აღარ აქვს.
როგორ იპოვა ძაღლმა დაკარგული 6 წლის ბავშვი - საჩხერეში მომხდარი საოცარი ამბავი
ტყეში დაკარგული 3 წლის გოგონას დაუჯერებელი ამბავი
დედა ამ ყველაფერს საკმაოდ უემოციოდ შეხვდა - დაკარგული ბავშვი და გულისხმიერი პატრული