დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში სკოლის მასწავლებელს თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. ოჯახის ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგი გოგონას წარსულში მომხდარ საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა, სადაც "კაცი აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა".
ბავშვის ბებიის ინფორმაციით, გოგონამ მასწავლებლის ქმედების შესახებ სკოლის ადმინისტრაციასაც აცნობა, შევიწროვების ფაქტები კი ტელეფონზე ჩაიწერა. მისივე თქმით, 82 წლის მასწავლებელზე მსგავსი ინფორმაცია წლების წინაც გავრცელდა, როდესაც ის სკოლის დირექტორი იყო.
"ჩემს შვილიშვილს ავიწროვებდა და ათას სისულელეს უყვებოდა. თან ეუბნებოდა შენსავით ლამაზ გოგოსთან მქონდა ადრე ურთიერთობა და ისიც მე-7 კალსელი იყოვო. ბავშვმა ამის შესახებ მეც მომიყვა და სკოლასაც აცნობა"- განაცხადა ბავშვის ბებიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.
თავის მხრივ, აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს თავად სკოლის დირექტორი.