თანამედროვე სამყაროში პატარებს კი არა, უფროსებსაც ძალიან უჭირთ ტექნიკურ მოწყობილობებსა და ეკრანთან მოშორება. ეკრანის მიჯაჭვულობის ძალა ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საზღვრებს სცდება და სამართავად მეტად რთული პროცესი ხდება. პრობლემა კი მხოლოდ ის კი აღარ არის, რომ ბავშვი უმეტეს დროს ეკრანთან ატარებს, არამედ ის - რომ არასწორად ყალიბდება პატარას ქცევა და ხშირია აუტისტური თუ სხვა სახის ქცევის დარღვევები.
ამ პრობლემასთან საბრძოლველად საუკეთესო გამოსავალი ბავშვების თამაშით, გარე აქტივობით, ხელსაქმით დაინტერესებაა. მნიშვნელოვანია, რომ მას შესთავაზოთ სათამაშო, რომელიც მოტორიკის განვითარებაში, სხვადასხვა უნარისა და მრავალფეროვანი ფანტაზიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ბავშვის სათამაშოს კვალიფიცური ადამიანების კონსულტაციის საფუძველზე შეარჩევთ. მნიშვნელოვანია, რომ გაეცნოთ ფსიქოლოგებისა და პედიატრების რჩევებს. უფრო დეტალურად თქვენთვის საჭირო სათამაშოების შესახებ კი თავად სათამაშოების მაღაზიებში კონსულტანტებისგან მიიღებთ. მაგალითად, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მეტად მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ და ამავდროულად თქვენთვის სასურველის შერჩევაში დაგეხმარებიან. ამ ეტაპზე კი პეპელაში კვირის აქციაც დაგხვდებათ, რომლის ფარგლებშიც ფასდაკლებას 3 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით ფასდაკლებით შემდეგ სათამაშოებს მიიღებთ.