გუშინ ღამით კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, კიდევ ერთი მოზარდის სიცოცხლე შეწყდა. მე-9 კლასელი ლენო გვარჯალაძე კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, რა ვითარებაში მოხდა ფაქტი ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლენო ცნობილი ტელეწმაყვანის ლულუ კახიანის და გიორგი გვარჯალაძის შვილია. როგორც ირკვევა, მოზარდი 123-ე სკოლაში სწავლობდა და სალომე გველესიანისა და მევლუდ მელაძის ტრაგიკულად დაღუპულ შვილთან, ნიკასთან მეგობრობდა.
რამდენიმე საათის წინ ლენომ ეს პოსტი გამოაქვეყნა: ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს. ყველაზე მეტად მიყვარხართ. ყოველთვის მეყვარებით. დამელოდეთ. არსად წახვიდეთ. მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით.
ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას. მენატრებით".
ტრაგედიის შესახებ მისმა კლასელებმა ამ დილით შეიტყვეს.
გარდაცვლილი მოზარდის მამა ფეისბუქზე შვილს პატიებას სთხოვს:
"ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია. . . მიყვარხარ. . . წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო "
თეკლა ჟვანია
რა მოსდის სხეულს სიმაღლიდან გადმოვარდნისას და როდის აქვს გადარჩენის შანსი