ყველა ახალდაბადებული ბავშვი პატარა სასწაულია. მაგრამ, დღეს გვინდა მოგიყვეთ არა პატარაზე, არამედ სასწაულზე, რომლის ჩადენაც ჩვეულებრივმა ადამიანებმა შეძლეს.
სან-დიეგოს საავადმყოფოს ექიმებმა შეძლეს ისტორიაში ყველაზე პატარა ახალშობილის გადარჩენა. გოგონა ვაშლისხელა დაიბადა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ცხოვრების გაგრძელებაში.
23 კვირისა და 3 დღის ორსულობისას ექიმებმა გოგონას დედის კონსულტაციისას აღმოაჩინეს, რომ ბავშვი საშვილოსნოში იზრდებოდა. ეს დედისა და ბავშვის სიცოცხლისთვის საშიში იყო. ამიტომ, ექიმება გადაწყვიტეს გადაუდებელი საკეისრო კვეთის გაკეთება.
2018 წლის დეკემბერში ოფიციალური მონაცემების თანახმად დაიბადა ისტორიაში ყველაზე პატარა ბავშვი, სახელად სეიბი, რომელიც 245 გრამს იწონიდა.
ექიმები ამბობდნენ, რომ ნაადრევად დაბადება აუცილებელი იყო, თუმცა პირველი, რასაც ისინი ცდილობდნენ, დედის გადარჩენა იყო.
"ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ჩვენ ერთი საათი დაგვრჩა ეთად ყოფნის, მერე კი ჩვენი პატარა დაგვტოვებდა. მაგრამ ეს ერთი საათი გადაქცა ორად, შემდეგ ერთ კვირად და თვეებად..." - ამბობს სეიბის დედა.
ექიმები ღელავდნენ იმაზე, რომ 24 კვირის ორსულობისას ორჯერ მეტი უნდა ყოფილიყო ბავშვის წონა. ბავშვის დაბადებისთანავე კლინიკაში საუკეთესო ექიმები მობილიზდნენ, გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მაქსიმალურად ცდილობდნენ გოგონას მდგომარეობის გაუმჯობესებას.
გოგონა 5 თვის განმავლობაში იყო ინტენსიური დაკვირვების ქვეშ და სპეციალისტები სოციალურ მუშაკებთან ერთად, ზრუნავდნენ მასზე.
2019 წლის მარტში სრულიად ჯანმრთელი გოგონა საავდმყოფოდან გამოწერეს და ახლა ის თანატოლებს წონაში არ ჩამორჩება.
სან-დიეგოს კლინიკა, Sharp Mary Birch, აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოდ მსოფლიოში, რომელმაც გადაარჩინა მიკრო ახალშობილი. მათი გუნდი წარმოუდგენლად ამაყია ამ ფაქტითა და სეიბზე ზრუნვით.
კლინიკის პერსონალი, მათ შორის დაცვის თანამშრომლები, ძალიან დაუახლოვდნენ გოგონას მშობლებს და ერთად აკვირდებოდნენ მის ყოველ პროგრესს.
იმისათვის, რომ ახალშობილი გოგონა წლების შემდეგ ამ ისტორიით არავის შეეწუხებინა, მის ოჯახს სურდა ანონიმურობა დაეცვათ, მაგრამ კლინიკას მაინც მისცეს უფლება გაეზიარებინათ ეს ისტორია მთელი მსოფლიოსთვის, რათა გაეგოთ, რომ თანამედროვე მედიცინას შეუძლია უამრვი ადამიანის გადარჩენა, მათ შორის ყველაზე პატარების.
მიუხედავად სირთულეებისა, ამ უნიკალური გოგონას ცხოვრების პირველივე წამები სავსე იყო სიყვარულითა და მხარდაჭერით.