აბა ჩქარა, ჩაალაგე ჩემოდანი! არდადეგები იწყება!
23 ივნისს ბასტი ბუბუ ჩამოდის ბათუმში.
ყველაზე სახალისო, ყველაზე საბავშვო და ყველაზე ოჯახური თავშეყრის ადგილი არის ბათუმის საზაფხულო თეატრი.
ფერიების სკოლა: „ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა გასტროლებზე სიარული. ბათუმი განსაკუთრებით გვიყვარს. უმაგრეს სანახაობას გპირდებით“.
ბაბილინა: „სიხარულით სავსე მაქვს გული, რათა ჩემს საყვარელ ბათუმში, დიდი საბავშვო ზეიმი უნდა მოვაწყო. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბავშვებიც და უფროსებიც კარგ დროს გაატარებენ, რადგან ერთად უნდა ვიმღეროთ“.
დოდი გიო: „აბა, ვინ არის მზად დიდი მხიარულებისთვის? აუ, რამდენი ხართ! იმედი მაქვს, დავეტევით დიდ საზაფხულო დარბაზში. უკვე ვხედავ, როგორ ვიმღერებთ და ვიცეკვებთ ერთად“.
ბასტი და ბუბუ:„ჩვენც მოვდივართ! ჩვენც გვინდა თქვენთან ერთად სიმღერა! სურათებსაც გადავიღებთ ჩვენს საყვარელ მაყურებლებთან ერთად."
სოფო ხალვაში: „ბათუმი უკვე მრავალი წელია მასპინძლობს ბასტი ბუბუს ზაფხულში. ყოველ წელს ახალი პროგრამაა, ერთად ვიკრიბებით, ვცეკვავთ და ვღერით. არ დაააგვიანო, სულ 2 კონცერტია“.
ბასტი ბუბუს კონცერტი საზაფხულო თეატრში კვირას, 23 ივნისს 16:00 და 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ონლიან შეძენა შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე https://tkt.ge/bbb ან ბათუმის საზაფხულო თეატრის სალაროში.