იმას, რასაც ბევრი ინტუიტიურად გრძნობდა, ლოგიკურად გამართლებული აღმოჩნდა. მკვლევარები, რომლებიც ოჯახურ ურთიერთობებს იკვლევენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვებს ინტუიტიურად უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ დედის მშობლებთან, ვიდრე მამის მშობლებთან.
ექსპერტები ამ ფაქტს უკავშირებენ იმას, რომ სწორედ ქალებზე არის ოჯახური ურთიერთობების დალაგება და ნათესავებთან შეხვედრების დაგეგმვა.
ამგვარად, ზრდასრული ქალიშვილი მშობლებთან მჭიდრო კავშირშია მეტად, ვიდრე მისი ქმარი - თავის მშობლებთან. ეს კი პირდაპირ მოქმედებს მათ ურთიერთობაზე შვილიშვილებთან.
ბევრ ოჯახში ცოლები მჭიდრო და კარგ ურთიერთობაში არიან ქმრის მშობლებთან, ასეთ დროს ძველი სტერეოტიპი არ მუშაობს.
"მე, როგორც ბევრი ჩემი მეგობარი, ძირითადად ვიზრდებოდი და ვურთიერთობდი ბებია- ბაბუასთან დედის მხრიდან, როდესაც წამოვიზარდე, ვცდილობდი დამეცვა ბალანსი", - ჰყვება ოცი წლის ჯესი. მისი მამა ახალგაზრდობის ასაკში წავიდა მათგან. ამიტომ ჯესის ოჯახი შედგებოდა დედისა და მისი მშობლებისგან. არავინ არ უშლიდა მამის მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას. მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ სხვა ქალაქში და ბავშვი ვერ ახერხებდა მათ ხშირ მონახულებას. როდესაც ჯესი გაიზარდა მიხვდა, რომ სურდა მათი გაცნობა სიშორის მიუხედავად.
გენეტიკოსების დასკვნა: ბებია დედის ხაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში!