კიანუ რივზს ხშირად უწოდებენ ყველაზე სევდიან და მარტოხელა მსახიობს ჰოლივუდში. შეგიძლიათ ის უსახლკაროთა თავშესაფარში იპოვნოთ, რომლებთან ერთადაც სენდვიჩს მიირთმევს, ან კიდევ მეტროში ნახოთ გაზეთის კითხვის დროს. მსახიობი, საკუთარი შემოსავლის უმრავლესობას სწორედ ქველმოქმედებას უთმობს.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მსახიობის გულახდილი ინტერვიუ გაზეთ The Jakarta Post-თან, სადაც ის საუბრობს საკუთარ მარტოობაზე, მოტოციკლეტებისადმი სიყვარულსა და პაპარაცებზე.
"მე მარტოხელა ვარ. არ მყავს საყვარელი ადამიანი გვერდით, მაგრამ თუ ის გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, პატივს ვცემ და მთელი გულით მეყვარება. იმედი მაქვს, რომ ასეთი სიყარული მეწვევა." - ამბობს მსახიობი.
ინტერვიუში კიანუ ასევე საუბრობს იმაზე, რომ პაპარაცებს ის არც აინტერესებთ, რადგან თვლიან, რომ "ის მოსაწყენია, არაფერს აკეთებს და არსად მიდის". მოგვიანებით, მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინტერვიუში არსებული კითხვები არასდროს დასმულა, ზოგი კი ძველი ინტერვიუებიდან იყო ამოღებული.
ამის მიუხედავად, ძალიან ბევრმა თაყვანისმცემელმა შესთავაზა მსხიობს შეხვედრა, ზოგი სწერდა, რომ გრძნობები აქვთ მის მიმართ. კიანუ რივზი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მისი შეყვარებულის ჯენიფერ საიმის გარდაცვალების შემდეგაც კი.
ინტერვიუში შეგვიძლია ვნახოთ ინფორმაცია მსახიობზე, რომელიც 54 წლისაა. იცავს მკაცრ დიეტას და დადის სპორტდარბაზში ფილმის გადაღებების შესვენებაზე.
აღმოჩნდა, რომ კიანუ საერთოდ არ არის ისეთი იდუმალი და მარტოსული ადამიანი, როგორც ჩანს. მაგრამ, თაყვანისმცემლებს ძალიან ადარდებთ მსახიობის დეპრესია, ამიტომ დააწესეს "მოწყენილი კიანუს განწყობის ასამაღლებელი დღე", რომელსაც ყოველ წელს, 15 ივნისს აღნიშნავენ.
ჩვენ ვიცით, რომ რივზის ძალიან უყვარს ჭადრაკის თამაში, სხვადასხვა აქტივობა, მაგრამ მისი პირადი ცხოვრების დეტალები უცნობია.
თვითმფრინავი, რომლითაც კიანუ რივზი მგზავრობდა, ავარიულად დაეშვა - მსახიობმა მგზავრებს მიმართა...
"თავი მაღლა ასწიეთ და გამოიძრეთ ყურსასმენები!“ - კიანუ რივზის მორიგი მიმართვა კაცობრიობისადმი...