პირველი საბჭოთა სიამის ტყუპის სევდიანი ისტორია - გოგონები, რომლებიც მეცნიერებმა აწამეს
პირველი საბჭოთა სიამის ტყუპის სევდიანი ისტორია - გოგონები, რომლებიც მეცნიერებმა აწამეს
დღეს, თანამედროვე სამედიცინო მიღწევების წყალობით, სიამის ტყუპები ოპერაციით შეიძლება გააცალკევონ. მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი ადამიანების გადარჩენისა და არსებობის ერთადერთი შანსი ცირკში გამოსვლა იყო. დებ კრივოშლიაპოვებს არ ჰქონდათ მსგავსი ვარიანტები, ამიტომ მათი ცხოვრება საშინელ განსაცდელად გადაიქცა.

დები დაიბადნენ 1950 წლის 4 აპრილს, მოსკოვში. მათი დედა, ეკატერინე არც ეჭვობდა, რომ ორსულობა პრობლემებით მიმდინარეობდა. ექოსკოპიის აპარატი პირველად 1958 წელს გამოიყენეს გინეკოლოგიაში.

მაშინ არავინ ელოდა სიამის ტყუპების დაბადებას, რომლებიც მენჯით იყვნენ შეზრდილები
ერთმანეთს. დედამ ვერ შეძლო ფიზიოლოგიური მშობიარობით გაეჩინა ბავშვები. ამიტომ ჩატარდა საკეისრო კვეთა. როდესაც გინეკოლოგიურმა ბრიგადამ დაინახა ახალშობილები, გადაწყვიტეს, არ ეჩვენებინათ ისინი დედისთვის. მაშა და დაშა დაიბადნენ ორი თავით, 4 ხელით და სამი ფეხით. ეკატერინეს უთხრეს, რომ გოგონები პნევმონიით გარდაიცვალნენ.
mshoblebi
მაგრამ გაურკვეველი მიზეზით, დედას ვიღაცამ მაინც აჩვენა ბავშვები. მას ისეთი ისტერიკული შეტევა დაემართა, რომ გარკვეული დროით ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მოუწია მკურნალობა.

გოგონების მამამ მიქაელ კრივოშლიაპოვმა ზეწოლის შედეგად ხელი მოწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დაადასტურა შვილების სიკვდილის ფაქტი და სახელმწიფოს დააკისრა მათ სიკვდილზე პასუხისმგებლობა. ბავშვებს გვარი მამის დაუტოვეს, სახელი კი შეუცვალეს.

ცხოვრება ინტერნატში
შემდგომი 40 წელი სიამის ტყუპებმა ინტერნატის კედლებში გაატარეს. 7 წლის მანძილზე ფიზიოლოგი პიოტრ
ანოხინი იკვლევდა გოგონებს. მათი ცხოვრების ამ პერიოდზე საშინელი ხმები დადიოდა: თითქოს დებს აწამებდნენ, ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ მათი ორგანიზმის მუშაობის პრინციპში. მაგალითად: ნემსით ჩხვლეტდნენ ერთ გოგოს იმ ინტერესით, სტკიოდა თუ არა მეორეს. ან ერთი გოგოს სხეულს უშვედბნენ ყინულიან წყალში. აინტერესებდათ დაეცემოდა თუ არა მეორე გოგონას სხეულის ტემპერატურა. ერთ-ერთ ინტერვიუში მარია კრივაშლიაპოვა იხსენებს:
mshoblebi
- სამი წლის ასაკში ორივე ყინულზე დაგვაწვინეს. აინტერესებდათ ერთნაირად გავცივდებოდით თუ არა. როდესაც ვიხსენებთ, ახლაც კი სიცივის შეგრძნება გვაქვს მთელს სხეულში.

7 წლის ასაკში დები გადაიყვანეს პროტეზირების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. იქ მაშას და დაშას დიდი ხნის მანძილზე ასწავლიდნენ მოძრაობის კოორდინაციას, ავარჯიშებდნენ სპორტდარბაზში. ასწავლიდნენ დამოუკიდებლად გადაადგილებას. თუმცა ყავარჯნებზე დგომა შეძლეს მას შემდეგ, რაც მესამე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდათ. დებმა იქვე მიიღეს დაწყებითი განათლება. ამის შემდეგ მათ ელოდათ ინტერნატის უსასრულო ცვლა. ასე იხსენებენ დები ამ პერიოდს:

"ეს ყველაზე რთული განსაცდელი იყო ჩვენთვის. სწორედ იქ პირველად გაგვიჩნდა თვითმკვლელობის სურვილი. ადგილობრივ ბავშვებს არ ვუყვარდით. გამუდმებით დაგვცინოდნენ, გვამცირებდნენ, გვცემდნენ... ერთხელ ძაღლი მოგვიქსიეს. სწორედ ამის შემდეგ დაგვემართა ენის ბორძიკი".

რამდენიმეჯერ სცადეს დებმა თვითმკვლელობა: იჭრიდნენ ვენებს, სვამდნენ ტაბლეტებს და ფანჯრიდან გადახტომაც სცადეს.
mshoblebi
ალკოჰოლი პირველად 12 წლის ასაკში გასინჯეს. საბჭოთა ინტერნატებში რატომღაც ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.

1970 წელს, 20 წლის ასაკში, დები გაიქცნენ მოსკოვში. გზაში დაეკარგათ პასპორტი და დაბადების მოწმობა. მათ თავი მოხუცებულთა თავშესაფარს შეაფარეს. სწორედ იქ დაიწყეს ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება. ალკოჰოლდამოკიდებულები გახდნენ დედასთან შეხვედრის შემდეგ...

დარიამ დედის მისამართი და ტელეფონის ნომერი ცნობარში მოძებნა. მხოლოდ 10 წლის შემდეგ გადაწყვიტეს გოგონებმა დედის მონახულება. ეკატერინემ გოგონები მიიღო, მაგრამ არ გახარებია. ასეთმა შეხვედრამ ძალიან იმოქმედა დებზე. დარიამ დაიწყო სმა, და მალევე აჰყვა მარიაც. ექიმებმა მრავალჯერ ჩაუყენეს კოდი, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც ერთი სვამდა, საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემის წყალობით, ალკოჰოლი აღწევდა მეორის თავის ტვინში. ალკოჰოლის "წყალობით" ორივე დაავადდა ცეროზით. მიუხედავად ავადმყოფობისა, მაინც აგრძელებდნენ სმას. 1989 წელს მათ გამოუყვეს ცალკე სახლი - მათ ვეღარავინ აკონტროლებდათ.
mshoblebi
2003 წლის 13 აპრილს მარია გარდაიცვალა. დილით დარიამ ვერ მოახერხა დის გაღვიძება და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. აღმოჩნდა, რომ მარია გარდაიცვალა მწვავე ინფაქტით, მაგრამ დარიასთვის ის ღრმად მძინარე დარჩა. დარია დის სიკვდილიდან 17 საათში ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

alt9 დღე უდედოდ - ფსიქიატრების საშინელი დღიური და ცოცხალი ექსპერიმენტი


8495
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
moqalaqe
3
ციროზი და არა ცეროზი.
16:58 / 07-06-2019
მსგავსი სიახლეები
```