რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები
რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები
კონ­დი­ცი­ო­ნერს ცხა­დია გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია აქვს და და­სი­ცხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საგ­რძნობ­ლად ამ­სუ­ბუ­ქებს, მაგ­რამ რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბაც შე­უძ­ლია.

რა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კონ­დი­ცი­ო­ნერს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და უშუ­ა­ლოდ რო­მელ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში - ამ სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა კახა ვა­ჭა­რა­ძე, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფტი­ზი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, კონ­დი­ცი­რე­ბი­სას ჰა­ე­რის გა­მოშ­რო­ბა ხდე­ბა, დე­ი­ო­ნი­ზა­ცია. გა­რე­მო იო­ნე­ბის­გან იც­ლე­ბა, არა­და, იო­ნე­ბი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ირ­ღვე­ვა თერ­მო­რე­გუ­ლა­ცია (გა­რეთ 40 გრა­დუ­სი სი­ცხეა და შიგ­ნით - 20
გრა­დუ­სამ­დე გა­ცი­ე­ბუ­ლი ოთა­ხი), რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის
ორ­გა­ნიზ­მი მზად არ არის.

რო­გორც ექი­მი ამ­ბობს, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ბაქ­ტე­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როა (გან­სა­კუთ­რე­ბით, ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­რე­ბა) და საქ­მე გვაქვს ბაქ­ტე­რი­ულ ფლო­რას­თან, ანუ სივ­რცე­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, და­ბინ­ძუ­რე­ბულ ფილტრებს ჰა­ერ­თან ერ­თად, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ფლო­რა შე­მო­აქვს (ბაქ­ტე­რი­ე­ბი, მიკ­რო­ბე­ბი, ათა­სი ინ­ფექ­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტი).

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ გა­რეთ, ატ­მოს­ფე­რო­შიც ტრი­ა­ლებს და მათ ისე­დაც შე­ვი­სუნ­თქავთ...


- კი, მაგ­რამ გა­რეთ გაშ­ლი­ლი გა­რე­მოა, აქ კი მოკ­ლე ფილტრებ­ში ხდე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბის ჩა­ბუ­დე­ბა და შემ­დეგ იმ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბა, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბით. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კონ­დი­ცი­ო­ნერს სა­თა­ნა­დოდ არ ვუვ­ლით...

- უშუ­ა­ლოდ რა და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს?


- ისეთ მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რიც არის გა­ცი­ე­ბა, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ტრა­ქე­ი­ტი, ბრონ­ქი­ტი, სი­ნუ­სი­ტის, ფა­რინ­გი­ტი, პნე­ვო­მო­ნია, შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მე­ბის და­ავ­დე­ბე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებ­ში, ცის­ტი­ტის სა­ხი­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი), საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მი­ო­ზი­ტი, ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ჰერ­პე­სი და ა.შ.

რო­დე­საც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ადა­მი­ანს პირ­და­პირ უბე­რავს, ეს მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბაა, ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, ეს ჭავ­ლი ავი­ცი­ლოთ, არ უნდა გვი­ბე­რავ­დეს. სა­ჭი­როა, გარე და შიდა გა­რე­მო­ში და­ცუ­ლი იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი. სხვა­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ო­ბით, 4-დან 6 გრა­დუ­სამ­დე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრა­დუ­სი.

- თავი რო­გორ და­ვიც­ვათ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან?


- კონ­დი­ცი­ო­ნერს სწო­რად უნდა შერ­ჩე­ვა, შემ­დეგ ბი­ო­ფილტრე­ბის ხში­რი ცვლაა სა­ჭი­რო, ან რე­ცხვა, მტვერ­სას­რუ­ტით გაწ­მენ­და. თუკი ერთხელ მა­ინც გი­ნა­ხავთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ფილტრი, ნა­ხავ­დით, რო­გო­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია. ამი­ტომ, წე­ლი­წად­ში 2-ჯერ უნდა გა­იწ­მინ­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბია (ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ოფი­სე­ბი, კლი­ნი­კე­ბი).

ხაზ­გას­მით სა­ში­შია ცენ­ტრა­ლუ­რი კონ­დი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა, - ამ დროს ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ერთი სივ­რცი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს, მე­ო­რე­დან მე­სა­მე­ში და ა.შ. ამი­ტომ, ბი­ო­ფილტრე­ბის გაწ­მენ­და-გა­რე­ცხვი­სას ბაქ­ტე­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე ნაკ­ლე­ბია.

ხში­რია პნევ­მო­ნი­ე­ბის რის­კი და ერთ-ერთი სა­ში­ში პნევ­მო­ნი­აა "ლე­გი­ო­ნე­ლას" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი (პნევ­მო­ნე­ლა ლე­გი­ო­ნე­ლა). აგ­რე­სი­უ­ლი ბა­ტ­ქე­რი­აა, რო­მე­ლიც ისე­თი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს, რო­გო­რი­ცაა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. "ლე­გი­ო­ნე­ლა" იმი­ტომ ჰქვია, რომ სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად და მჭიდ­როდ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ეს უჯრედ­ში­და გავ­რცე­ლე­ბის ატი­პი­უ­რი მიკ­რო­ბია, რო­მე­ლიც, რო­გორც ვთქვით, დიდი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამი­ტო­მაც, ექი­მე­ბი მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მზად უნდა იყ­ვნენ, და­ი­წყონ ფარ­თო სპექტრის ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია...

მოკ­ლედ, სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას, მიყ­რუ­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის პა­ცი­ენ­ტმა ექიმს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს. თუმ­ცა თუ კონ­დი­ცი­ო­ნერს გო­ნივ­რუ­ლად მო­ვიხ­მართ, ამ საფრ­თხე­ებს ავი­ცი­ლებთ.

- ცხა­დია, მისი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თვაც და­უშ­ვე­ბე­ლია...


- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­გორც ვთქვით, ის მა­სობ­რი­ვად ჰა­ერს აშ­რობს და თერ­მუ­ლი ბა­ლანსს არ­ღვევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტი­ვია რამ­დე­ნი­მე წუთი გა­მოვ­რთოთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, ჯერ ერთი, აგ­რე­გა­ტიც და­ის­ვე­ნებს. გა­მორ­თვის შემ­დეგ უნდა გა­ი­ღოს კარი ან, ფან­ჯა­რა, რომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მსხდო­მებ­მა ახლი ჰა­ე­რის ნა­კა­დი ისუნ­თქონ, რო­მე­ლიც მიკ­რო­სამ­ყა­როს ჟანგბა­დით აღად­გენს, რაც ასე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბი­სა და სა­სუნ­ქი სის­ტე­მის­თვის...
ამას­თან, ხაზ­გას­მით უნდა ვთქვათ, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ჩარ­თულ კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ატ­მოს­ფე­რო­ში ძილი, რად­გა­ნაც დი­ლით ადა­მი­ანს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბი...

იხილეთ ვრცლად
2608
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები