მომღერალმა ემ ქეიმ, იმავე მიშა კახიანმა, რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ მოზარდს, ლენო გვარჯალაძეს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა, სიმღერა მიუძღვნა. მიშა ლენოს დედის, ლულუ კახიანის ახლო მეგობარია. „მშვიდად განისვენე, ლენო“ - ამ მინაწერით გამოაქვეყნა ვიდეო მომღერალმა.
თავად ყოფილმა ტელეწმაყვანმა, ლულუ კახიანმა შვილის გარდაცვალების სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩემისაოცრებაჩემთანაღარაა... არმჯერა რომ ამის დაწერა მიწევს...
ჩემი Lenø, ჩემი სიცოცხლე, როგორ მიყვარხარ, რა გავაკეთო, არ ვიცი, დეე...“
თეკლა ჟვანია