ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ, თუმცა სკოლაში არ მისულან.
არსებული ინფორმაციით, გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური ფიროსმანის ქუჩაზე, მიტოვებული ლიმონათის საამქოს შენობაში იპოვეს.
გოგოები ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა მათ ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე სკოლის დირექტორი, მშობლები, ახლობლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
თუ გეცნობათ ეს გოგონები, აუცილებლად მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს ან დარეკეთ 112-ზე.