პროფესიით მხატვარ-დიზაინერი, მარიკა კორკელია, ძალიან ბევრ წყვილს ულამაზებს ქორწილს და ამ დღეს მათთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. არაერთი რეჟისორის სპექტაკლისთვის შეუქმნია დეკორაციები და ბევრ ღონისძიებას ახლაც საკუთარი გემოვნებით აფორმებს. მკითხველს უყვება, რა ტრენდებია ქართულ ქორწილებში და რას ანიჭებენ წყვილები უპირატესობას:
- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდელირების და დიზაინის ფაკულტეტი. ათი წელი ვიმუშავე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარ მხატვრად, გაფორმებული მაქვს ძალინ ცნობილი რეჟისორების სპექტაკლები. შემიძლია თამამად ვთქვა, ერთ-ერთი პირველი ვარ, რეგიონში ტანსაცმლის დიზაინის შექმნის და ჩვენებების მოწყობის მიმართულებით წლების წინ, როცა ჯერ კიდევ ეს სფერო მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა ჩვენს ქვეყანაში. ეს წლები ემოციურად მახსენდება დღემდე, რადგან შევიძინე ბევრი ჩემთვის მნიშვნელოვანი მეგობარი და ასევე იმ დროისთვის, შეიძლება ითქვა, სხვა ესთეტიური ღირებულება შევმატე ამით ჩემს ქალაქს. ამჟამად ვარ დაკავებული საოჯახო ბიზნესით - მაქვს საკუთარი საკონდიტრო წარმოება და ამავდროულად ივენთების და განსაკუთრებული ქორწილების დიზაინზე.
- თავს მხოლოდ მხატვრის ამპლუაში ვხედავ ამ დროსაც, ჩემი ხედვა ყოველთვის მაძლევს შემოქმედებითი წვის საშუალებას, თუნდაც კონკრეტული უკვე წყვილის მიერ წინასწარ მოფიქრებული შეკვეთის შესრულების დროსაც, რადგან ნიუანსები და დეტალები, რომლებიც ჩემი პირადი ფანტაზიის შედეგია.
ჩემი აზრით, როცა პროფესიონალი დიზაინერი მუშაობს შეკვეთაზე, ის უკვე ქმნის ტრენდს, რადგან კოპირება, თუნდაც მოდური ტრენდების, არ არის ის, რაც უნდა წყვილს. ნდობა, რომელსაც გიცხადებენ, მოითხოვს, შექმნა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის ექსკლუზიური ტრენდი, რაც მხოლოდ მათი იქნება. მე მგონია, რომ სწორედ ესაა ის, რაც უნდა აკეთოს ამ მიმართულების დიზაინერმა.
- მოდური არის ხასიათში ასახო, თუ რა ემოციის გადმოცემა უნდა წყვილს, ისინი არადროს გვანან ერთმანეთს და შესაბამისად მათი გემოვნების მიხედვით უნდა შეირჩეს გარემოც, ადგილიც, ყვავილები და ფერებიც კი... მოდური, ჩემი აზრით, ყოველვის არის და იქნება საკითხის მიმართ მაღალპროფესიული დამოკიდებულება და ინდივუდუალიზმი ხარისხზე დიდი აქცენტით. მე პირადად ძალიან მომწონს ღია და დიდ სივრცეში მუშაობა.
- რაც დრო გადის, მახარებს ის, რომ მეტია წყვილების სითამამე და მოთხოვნაც დღესასწაული აქციონ ზღაპრად. მაგალითად, ბოლო პერიოდში მოიმატა ზღვის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ ქორწილების გადახდის რაოდენობამ. ჩამოდიან უცხოეთიდანაც. გავაფორმე, მსოფლიო ჩემპიონის, დავით ქირიას ქორწილი, წინა კვირას ანაკლიაში საოცარმა თბილისელმა წყვილმა მომანდო დიზაინი. საოცარია შებინდებისას ფერების პალიტრა, ღამით კი ნამდვილი საზღაპრეთია იქაურობა.
- მე ჯერ ვუსმენ წყვილს, მეტნაკლებად იმ მცირე დროში ვიგებ ხასიათს და ემოციას, რაც უნდათ ჰქონდეთ გარშემო და მხოლოდ მერე ვაძლევ რჩევას. თუმცა ზოგადად ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებული დღე, რაც ასეთი მნიშვნელოვანი ზეიმია, იმსახურებს იყოს რაღაცით მისტიური, ზღაპრული, თამამი და შთამბეჭდავი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროფესიონალები ასეთ დროს აუცილებელია ჩართულები იყვნენ და წყვილთან ერთად შექმნან ის ისტორია, რაც მთელი ცხოვრება მოგყვება იმ ემოციად, რაც ალამაზებს მერე ჩვეულებრივ ყოველდრიურობას.
თამარ იაკობაშვილი