ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს
ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს
ბორჯომიდან დღეს დილით გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა პოლიციამ ზესტაფონში იპოვა. სამართალდამცავებმა აღნიშნული ინფორმაცია ბავშვების მშობლებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს.

გოგონების პოვნის შესახებ ინფორმაციას შსს-ც ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პოლიცია ორივე არასრულწლოვანს გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნებს. არასრულწლოვანების გაუჩინარების
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის ორი მეცხრეკლასელი გოგონა დღე დილით გაუჩინარდა. მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც ბავშვები გაკვეთილებზე არ მივიდნენ. ამასთან, მიტოვებულ საამქროში მოზარდების ტელეფონები იპოვეს. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ინტერპრესნიუსი
4520
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```