"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით მომარაგებულია ყველა რაიონი"
"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით მომარაგებულია ყველა რაიონი"
საქართველოში ორი სახეობის შხამიანი გველი არსებობს და 100 პროცენტიანი სასიკვდილო არც ერთის ნაკბენი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით მომარაგებულია საქართველოს ყველა რაიონი და არის სათანადო მარაგი ამ პრეპარატის, რითაც შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ ნებისმიერ დაზარალებულს.

„საქართველოში არის მხოლოდ 2 სახეობის გველი, რომელიც შხამს შეიცავს. მოსახლეობამ, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იცოდეს, რომ გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პოლივალენტური
შრატით მომარაგებულია საქართველოს ყველა რაიონი და ყველა რაიონულ სამედიცინო ცენტრალურ დაწესებულებაში, არის სათანადო მარაგი ამ პრეპარატის, რითაც შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ ნებისმიერ დაზარალებულს. ამიტომ ველად ყოფნის დროს, იქ სადაც არის გველის არსებობის საფრთხე, უნდა ვიყოთ ფრთხილად, უნდა გვეცვას ადეკვატურად, რაც ნიშნავს ფეხების დამფარავი ფეხსაცმლით სიარულს და არა ღია ფეხსაცმლით, რომელშიაც დაზარალების რისკი მეტია. თუმცა მაინც თუ მოხდა გველისგან დაზარალება, დროულად და სასწრაფოდ აიღოს გეზი დაზარალებულმა ან მისმა თანმხლებმა პირებმა და მოახდინონ მისი ევაკუაცია რაიონული ცენტრისკენ და ეძიონ იქ სამედიცინო დახმარება, რომელიც იქნება ადეკვატური", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"
28765
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ელენე ოგბაიძე
0
სიონში თუ მოხდა, თბილისამდე არც ერთი სამედიცინო პუნქტი არაა და ნუ იტყუებით რომ ყველა არის მომარაგებული! შეისწავლეთ რეგიონები და მათთან არსებული პრობლემები, ასე აჯობებს!!!
20:22 / 08-06-2019
ნანა
2
აუცილებელია სუფთა შალის წინდების ჩაცმა საშიშ ადგილებში მოგზაურობისას და გველი სათოფეზეც ვერ მოგეკარება.ვხელია წინდები ზაფხულში,მაგრამ-აუცილებელი!
18:37 / 08-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```