"ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო დი­აგ­ნო­ზი" - 31 წლის გოგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება
"ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო დი­აგ­ნო­ზი" - 31 წლის გოგოს საზოგადოების დახმარება სჭირდება
31 წლის თამ­თა ბერ­ბი­ჭაშ­ვილს, რო­მელ­საც მწვა­ვე მი­ე­ლობ­ლას­ტუ­რი ლე­ილ­კე­მია და­უდ­გი­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"უსაყ­ვარ­ლეს გო­გო­ნას, მე­გო­ბარს, დე­დას რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­უდ­გინ­და უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა მწვა­ვე მი­ე­ლობ­ლას­ტუ­რი ლე­ილ­კე­მია. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს დი­აგ­ნო­ზი. თამ­თას სას­წარ­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პია, ამის­თვის პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა 35 000$. გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­როთ ამ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა­ში, რათა ჩა­ტარ­დეს მკურ­ნა­ლო­ბა. გა­დარ­ჩეს თამ­თა და და­უბ­რუნ­დეს თა­ვის მე­გობ­რებს, ოჯახს და პირ­ველ რიგ­ში თა­ვის მცი­რე­წლო­ვან შვილს. ყვე­ლა
წუთს და ლარს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს" - ნათ­ქვა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თამ­თას და­სახ­მა­რებ­ლად "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და. უკვე შექ­მნი­ლია გვერ­დი, სა­ხელ­წო­დე­ბით "თამ­თას­თვის" სა­დაც დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე: სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი - GE65BG0000000736150100

მიმ­ღე­ბი: თამ­თა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი
3534
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
მარიამი
0
თამთა შენ ისეთი კარგი გოგო ხარ უფალი არ მიგატოვებს და მალე უკან მოიტოვებ ამ საშინელ წუთებს, მჯერა შენს ბიჭს ჯამრთელი დაუბრუნდები მალე. უფალი გფარავდეს საყვარელო
15:51 / 09-06-2019
Soso
0
Gmertma gamogajanmrtelos.....gmerti iyos tqveni mfarveli....
12:46 / 09-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```