"უსაყვარლეს გოგონას, მეგობარს, დედას რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა უმძიმესი დაავადება მწვავე მიელობლასტური ლეილკემია. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს დიაგნოზი. თამთას სასწარფოდ ესაჭიროება ქიმიოთერაპია, ამისთვის პირველ ეტაპზე საჭიროა 35 000$. გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ თანხის შეგროვებაში, რათა ჩატარდეს მკურნალობა. გადარჩეს თამთა და დაუბრუნდეს თავის მეგობრებს, ოჯახს და პირველ რიგში თავის მცირეწლოვან შვილს. ყველა წუთს და ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს" - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამთას დასახმარებლად "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი გაერთიანდა. უკვე შექმნილია გვერდი, სახელწოდებით "თამთასთვის" სადაც დახმარების მსურველები არიან გაწევრიანებული.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშზე: საქართველოს ბანკი - GE65BG0000000736150100
მიმღები: თამთა ბერბიჭაშვილი