"თქვენ მშიშრები ხართ, გეშინიათ ცხოვრება, მოდაშია თვითმკვლელობა ... ფსიქიკადანგრეული ბავშვების კითხვებზე - ესაა პასუხები"
"თქვენ მშიშრები ხართ,  გეშინიათ ცხოვრება, მოდაშია თვითმკვლელობა ... ფსიქიკადანგრეული ბავშვების კითხვებზე - ესაა პასუხები"
ბოლო დროს მომხდარ არაერთ სამწუხარო ფაქტზე, მწერალი და ჟურნალისტი დინა მირცხულვა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"საზოგადოების რეალური სახე - ორი ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს სასამრთლო დარბაზში ნათესავები ტაშით შეხვდნენ...რამე გმირობა ჩაიდინა და არ ვიცით ?!
გოგომ თავი მოიკლა, ბიჭმაც მოიკლა თავი, კიდევ გოგომ, კიდევ ბიჭმა და უამრავი იწერება - იცით, თქვენ მშიშრები ხართ, იცით, თქვენ გეშინიათ ცხოვრება, იცით, მოდაშია თვითმკვლელობა და ა.შ.
გასაცოდავებული, გაუბედურებულო, ფსიქიკადანგრეული ბავშვების კითხვებზე - ესაა პასუხები.
ყაზბეგში ბიჭი
მოკვდა ავიაკატასტროფაში და უამრავი კომენტარია - მარტო საქართველოში კი არ ხდება, აი გუშინ იმათთან ჩამოვარდა კიდევ თვითმფრინავი და მოკვდნენ ადამიანები... რომელიღაც ორმოცმილიონიანი ქვეყნის ამბავი მოჰყავს მაგალითად...გარდაცვლილის დედას არ აინტერესებს ეგ ამბავი...
ცოტა ფრთხილად წერეთ გარდაცვლილ ადამიანებზე, ცოტა ფრთხილად... ვინმეს რომ ეთქვა დედაჩემისთვის, იცით, ქალბატონო თქვენმა შვილმა მანქანას გადაურბინა და იმიტომ მოკვდაო, ვინმე რომ ჩემი ძმის მკვლელს ტაშით შეგებებოდა, ვინმეს რომ სხვა ქვეყნის სტატისტიკა მოეყვანა მაგალითად, დედაჩემი ხელახლა მომიკვდებოდა...ან ჩემს თვითმკვლელ მეგობარზე რომ ეთქვათ, მშიშარა იყო, ვერ გაუძლო და ეგეთები, მკვდარიც კი გაიცინებდა იქ და მე აქ არ ვიცი,
რას ვიზამდი..მშიშარა კი არ იყო, ზოგიერთებივით ვერ იკადრა რაღაცები და გაერიდა აქაურობას...რომელიმე თვითმკვლელს იცნობდით, რა უჭირდათ, რა სტკიოდათ, რა ადარდებდათ ?! რომელიმე შვილმკვდარ დედას თუ ესაუბრეთ ?!თქვენთვის რომ "ჰარიჰარალოა", ვიღაცისთვის ტრაგედიაა ის !"- აღნიშნავს თავის პოსტში დინა მირცხულავა.
2330
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნენე
0
ჩემი აზრით, არასწორი ანალიზია. ასეთ ფაქტებზე საზოგადოების დიდ ნაწილს ყოველთვის აქვს საკუთარი აზრი და ამ აზრის საჯაროდ დაფიქსირებაში თავად დაზარალაბულების ოჯახის წევრები უბიძგებენ. ძნელია გავიგო მშობლის, რომელსაც შვილი რამდენიმე საათის წინ მოუკვდა და ახსოვს ფეისბუქი, პოსტავს იქ და პანაშვიდებს აწყობს სოციალურ ქსელში. ეს ყველაფერი შედეგია იმის, რაც მანამდე ხდება - ურთიერთობის ნაკლებობა. განსაკუთრებით მშობლებსა და შვილებს შორის. ყველას გეყოლებათ ასეთი დედა-შვილები მეგობრებში, ერთნამეთს მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო თემებზე სოციალური ქსელებით რომ ეკონტაქტებიან, თანაც საჯაროდ. თუ ეს მერე საზოგადოების უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, უკვირთ, რატომ ერევიან ჩვენს პირადშიო... მოკლედ, ერთ დიდ ქაოსში ვართ და ამ ქაოსის შექმნაში სოციალური ქსელები ნამდვილ ჯადოქრობებს ახდენენ.
15:08 / 11-06-2019
1!
0
მაგ შვილმკვდარ დედებს თავის დროზე რომ გამოენახათ დროშვილებტან სასაუბროთ, გაეგოთ რა უჭირდა მათ შვილებს, იქნებ არც მომხვდარიყო ეს პრობლემები. ჩვნე საუბარს თავის შვილებს დალაპარაკებოდნენ ჯობდა. ყველაფერს საზოგადოებას ნუ დაგვაბრალებთ. გაატუტუცებთ ავშვებს, ყველაფრის უფლებას მისცემთ და მერე გიკვირთ რაღაცეები. 15 წლის გოგოს ბიჭი რომ მობეზრებული აქვს და გოგოებზე გადავა, პასუხისმგებლობა არ იცის რა არის და სახლი რომ არ აქვს დალაგებული ცხოვრებაში და რაც უნდა ყველაფერი უსრულდება - რაღაზე უნდა დაელაპარაკო საერთოდ!
13:38 / 10-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```