როგორები არიან ივნისში დაბადებული ბავშვები - 6 სამეცნიერო ფაქტი
როგორები არიან ივნისში დაბადებული ბავშვები - 6 სამეცნიერო ფაქტი
თუ თქვენ ახლა გიწევთ მშობიარობა, ეს ძალიან კარგია ყველა საკითხში. ჯერ ერთი, ცოტაც და აღარ მოგიწევთ ზაფხულის ცხელ დღეებში დიდი მუცლით სიარული. მეორე - ზაფხულის დასაწყისში დაბადებული ბავშვისთვის იდეალური დროა, რადგან სიცოცხლის პირველი თვეების გატარება მოუწევს თბილ დღეებში, სიმწვანესა და ყვავილებში, ჩიტების ჭიკჭიკში, ზაფხულის მზის შუქზე. შეიძლება ამიტომაც ივნისის ბავშვებს ამხელა პოტენციალი გააჩნიათ.

წინ, ნობელის პრემიისკენ!

სტატისტიკურად, ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ივნისის თვეში დაბადებული ადამიანები ჭარბობს.

ბუები

ჟურნალ Sleep-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია:
კვლევებით დამტკიცდა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებული ბავშვები გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ.

სამყაროზე პოზიტიური შეხედულება

გაზაფხულ-ზაფხულში დაბადებული ბავშვები სიცოცხლის მოყვარულები და ოპტიმისტები არიან. ვარაუდობენ, რომ ეს გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდის მოზღვავებული მზის ენერგიის დამსახურებაა.

არასტაბილურობა

მიუხედავად პოზიტიურობისა, ამ პერიოდში დაბადებული ბავშვები გამოირჩევიან ხასიათის მკვეთრი ცვალებადობით. სიხარული უცებ შეიძლება სევდიანი განწყობით შეეცვალოთ, თუმცა მალევე ბრუნდებიან პოზიტივისკენ.

რისკი კეთილშობილური საქმეა, მაგრამ ჩვენი არა

ჩატარდა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის სეზონი ჰორმონ დოფამინის გამომუშავებაზე თავის ტვინში. აღმოჩნდა, რომ დოფამინის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ მათ, ვინც დაიბადა მაისში და ივნისში. ხოლო იმპულსური და რისკის შემცველი ქცევებისკენ მიდრეკილნი არიან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ შემოდგომასა და ზამთარში.

მაღლები და ჯანმრთელები

როგორც
კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, ადამიანები, რომლებიც წელიწადის თბილ და ცხელ დროს დაიბადნენ, საშუალოდ არიან უფრო მაღლები, ვიდრე ზამთრის თვეებში დაბადებულები. გარდა ამისა, ზაფხულის ბავშვები უფრო ჯანმრთელები და დიდი წონით იბადებიან, ვიდრე ზამთრის ბავშვები.
370
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```